კლიენტის მხარის ინტერნეტ ტექნოლოგიები განათლებაში
Main Article Content
ანოტაცია
შემოთავაზებული ინტერნეტ ტექნოლოგიების აპლიკაცია შეიქმნა კლიენტის მხარის შესაძლებლობების საფუძველზე. გამოყენებული იქნა თანამედროვე ბრაუზერების შესაძლებლობები, რომლებსაც JavaScript-ის, HTML-ის პროგრამირების ენების რედაქტირების შესაძლებლობების გარდა, აქვთ ჩაშენებული მონაცემთა შენახვის ფუნქცია. კერძოდ, შენახვის შესაძლებლობები განიხილება როგორც Local Storage . ბრაუზერის საცავების გამოყენებით, შექმნილია ტესტირების ყოვლისმომცველი სისტემა (CST). CST-ის დახმარებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია დამოუკიდებლად გაიღრმავოს ცოდნა ნებისმიერი საგნის ცალკეულ თემებზე, ან ჩააბაროს გამოცდა ტესტის სახით, ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. CST საშუალებას აძლევს საგნის მასწავლებელს დამოუკიდებლად შექმნას ტესტი ცალკეულ თემაზე და ყოველ ჯერზე, მაგალითად, გამოსაცდელს აჩვენოს სხვადასხვა ტესტის კითხვები განსხვავებული თანმიმდევრობით. შექმნილია პროგრამული კოდი HTML, JavaScript და JSON-ზე დაყრდნობით.