ადრესატი, როგორც პასიური დიათეზების სემანტიკური აქტანტი

Main Article Content

ემა კილანავა

ანოტაცია

მოცემულ კვლევას თეორიულ საფუძვლად უდევს დიათეზების თეორია, რომელიც ეფუძნება ე.წ. აზრობრივ-სიტუაციურ სქემას და განიხილება, როგორც სემანტიკური ან სიღრმისეულ-სინტაქსური დონე. დიათეზა წარმოადგენს კორელაციას აზრობრივ სემანტიკური (სიღრმისეულ-სინტაქსური) და ზედაპირულ- სინტაქსური დონეების კომპონენტებს შორის.


მოცემულ ნაშრომში გამოვყოფთ გვარის პრობლემისათვის რელევანტურ შემდეგ კომპონენტებს: პრედიკატი, აქტანტები ---ზემოქმედების სიტუაციის რელევანტური პარტიციპანტები (აგენსი, ექსპერიენცერი, პაციენსი, ადრესატი, რეზულტატივი, ინსტრუმენტალი), ატრიბუტები --- ზემოქმედების სიტუაციის კომპონენტები, რომლებიც თან ახლავს მეორად სემანტიკურ აქტანტებსა და პრედიკატს, ხსნის და ავსებს მათ; ცირკუმსტანტები --- ზემოქმედების ან აღქმის აქტის მიმდინარეობის პირობები.


ნაშრომში განიხილება პასიური დიათეზები, რომლებშიც წინადადების ქვემდებარე კორელაციაშია სემანტიკურ აქტანტ ადრესატთან. გამოყოფილი ჯგუფები შეიცავს დიათეზებს, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან დამატებითი სემანტიკურ-სინტაქსური კორელაციების არსებობა-არარსებობით. კვლევის მიზანია დადგინდეს დამატებითი სემანტიკურ-სინტაქსური კორელაციები, რომლებითაც განსხვავდება სხვადასხვა დიათეზები, რომლებშიც ქვემდებარე კორელაციაშია ადრესატთან. ფაქტობრივი მასალის კვლევის დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ 11 ტიპის პასიური დიათეზა, სადაც მთავარი კორელაცია არის ქვემდებარე - ადრესატი, და დავადგინეთ ყოველი მათგანის ხვედრითი წონა.


გამოკვლევისათვის გამოვიყენეთ წინადადებები, რომლებიც შეიცავს ზმნებს პასივის პირიან ფორმებში. მაგალითები შეირჩა თანამედროვე ამერიკელი და ბრიტანელი მწერლების პიესებისა და პროზაული ნაწარმოებების დიალოგებიდან.


ექსტენსიური ფაქტობრივი მასალის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტატიაში მოცემული პასიური დიათეზები და მათი ხვედრითი წონა დამახასიათებელია ინგლისური დიალოგური მეტყველებისათვის

საკვანძო სიტყვები:
პასიური დიათეზები, სემანტიკური აქტანტი, კორელაცია, ადრესატი
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კილანავა ე. (2021). ადრესატი, როგორც პასიური დიათეზების სემანტიკური აქტანტი . ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 25–32. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5194
გამოცემა
სექცია
ენათმეცნიერება
ავტორის ბიოგრაფია

ემა კილანავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების უფროსი

ელ.ფოსტა: emakilanava@gmail.com