ჰაგიოტოპონიმები, როგორც სულიერი კულტურის ანარეკლი
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება ონომასტიკური ლექსიკის კვლევის ერთ-ერთ ასპექტს, ტოპონიმებს, კერძოდ, ჰაგიოტოპონიმებს, ანუ წმინდანების სახელებისაგან ნაწარმოებ ტოპონიმებს, კონკრეტულად - ოიკონიმებს, ასტიონიმებს და კომონიმებს კომპონენტით „წმინდა“, რომლებიც გავრცელებულია ქრისტიანულ ქვეყნებში და ლინგვოკულტუროლოგიური ინფორმაციის მატარებელია. დიდი თუ პატარა უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ქალაქისა თუ სოფლის ისტორია ასოცირდება ქრისტიანულ რელიგიასთან.
კვლევა ეყრდნობა მოძიებული მასალის დესკრიპციულ მეთოდს, სემანტიკურსტრუქტურულ და ეტიმოლოგიურ, კომპარატიულ ანალიზს. ასევე ნაშრომში განვიხილავთ ექსტრალინგვისტური ფაქტორების გავლენას ამ ტერიტორიებზე.
ჰაგიოტოპონიმები სემანტიკური თვალსაზრისით შეიცავს კულტურულ და ისტორიულ ინფორმაციას, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში წარმოიშვა და დაკავშირებულია სხვადასხვა ტერიოტორიაზე მცოვრებ ხალხთა ენებთან, ქრისტიანულ რელიგიასთან. საქართველოს, ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და ლათინური ქვეყნების ტოპონიმები უჩვეულოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. მათზე დიდი გავლენა მოახდინა ისტორიულმა მოვლენებმა და ცვლილებებმა ენასა და კულტურაში.