აფხაზეთი - ენის კონცეპტი

Main Article Content

ნანა კუცია

ანოტაცია

ენა ეროვნულობის უპირველესი ჰიპოსტასია, ტერიტორიასა და სარწმუნოებასთან ერთად. ილიასეული კონცეპტი („მამული, ენა, სარწმუნოება“) ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში ფიქსირდება გიორგი მერჩულესთან. იმპერია ასწლეულთა განმავლობაში ცდილობდა ამ ჰიპოსტასთა ნიველირება-გაქრობას.


აფხაზეთი, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი, შავი ზღვა ჯერ ცარისტული, შემდეგ საბჭოთა იმპერიის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წამოადგენდა, 1993 წელს კი განახორციელა კიდეც ასწლეულობით ნაოცნებარი - ავტოქთონ ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად სრულად შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული სურათი, მიიტაცა ძირძველი ქართული მიწები და, ოკუპაციაანექსიის მორიგ ეტაპზე, დაეღირა მხოლოდ სამურზაყანოში დარჩენილი ქართული მოსახლეობის იდენტობის უპირველეს მახასიათებელს - ქართულ ენას - გააუქმა რა მშობლიურ ენაზე სწავლება.


აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა ენგურსგამოღმა საქართველოში - მრავალ სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა, თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ცალკე სპეციალობადაა წარმოდგენილი აფხაზოლოგია, გამოიცემა ქართულ-აფხაზური, აფხაზურ-ქართული ლექსიკონები, ითარგმნება აფხაზ ავტორთა ნაწარმოებები.


წერილში განვიხილავთ ქართული ლიტერატურული თუ საისტორიო წყაროების მონაცემებს აფხაზეთთან დაკავშირებით (იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამება“, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“...), ასევე თანამედროვე ქართველ მეცნიერთა (ისტორიკოსთა, ლინგვისტთა) მოსაზრებებს აფხაზეთში არსებული ისტორიული ვითარების შესახებ.


გამოვკვეთთ ქართული ენის კონცეპტს რეგიონის სივრცეში.


ქართული ენის მდგომარეობა რეგიონში მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს.

საკვანძო სიტყვები:
ენა, კონცეპტი, ისტორია, ოკუპაცია, დემოგრაფია
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კუცია ნ. (2021). აფხაზეთი - ენის კონცეპტი. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 48–61. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5222
გამოცემა
სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა
ავტორის ბიოგრაფია

ნანა კუცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ელ.ფოსტა: nkucia68@gmail.com