გერონტი ქიქოძის ლიტერატურულ - კრიტიკული ნააზრევიდან

Main Article Content

ეკა ვარდოშვილი

ანოტაცია

მეცნიერული კვლევისას გერონტი ქიქოძე ეყრდნობოდა რუს და დასვლეთ ევროპელ მწერალთა და ფილოსოფოსთა ნააზრევს. იგი იყო ბრწყინვალე მთარგმნელი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე.


ილია ჭავჭავაძის პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ იგი შემდეგ წერილებსა და ნარკვევებში გვესაუბრება: „ილია ჭავჭავაძის პორტრეტისათვის“, „ქართული კულტურის ტრადიციები და ილია ჭავჭავაძე“, „ილია ჭავჭავაძე“, „ტრაგიკულის გრძნობა ქართულ პოეზიაში“, „პოეზია და სინამდვილე“. „მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“. ილია ჭავჭავაძის შესახებ მნიშვნელოვანია გ. ქიქოძის შემდეგი დებულებები: ილიამ სალიტერატურო ჟანრებისა და ტიპების დემოკრატიზაცია მოახდინა. ილიას იგი მიიჩნევს პირველ ქართველ მწერლად, რომელმაც პოეზიას თავის სამშობლოს უახლოესი სინამდვილე დაუდო საფუძვლად. ამასთანავე, ქიქოძე თვლის, რომ პატრიოტული ლექსების უმრავლესობა პროგრამული ხასიათისაა ან განსაზღვრული თემის განვითარებას წარმოადგენს. „განდეგილი“ მას ყველაზე აბსტრაქტულ ქმნილებად მიაჩნია ილიას ნაწარმოებთა შორის, რომლის მორალი სრულიად გარკვეულია, ესაა ასკეტიზმის უარყოფა ჰუმანიზმის სახელით. ასევე აღნიშნავს, რომ ილიამ, როგორც მხატვარმა, განსაკუთრებით სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილი ნაწერებით გაითქვა სახელი. 1936 წლით დათარიღებულ წერილში „ქართლი კულტურის ტრადიციები და ილია ჭავჭავაძე“ გ. ქიქოძე ასკვნის: „რუსთაველის მსგავსად ილია ჭავჭავაძემაც ქართული ლიტერატურა გაანთავისუფლა ნაციონალური კარჩაკეტილობისაგან, მან ქართული კულტურის ჯანსაღი ტრადიციები მოწინავე კაცობრიობის დიდ იდეურ მოძრაობას დაუკავშირა. მხოლოდ რუსთაველის დროს ყველაზე მოწინავე წინა აზიის და ბიზანტიის კულტურა იყო. ილიას დროს კი დასავლეთ-ევროპის კულტურა“ (გ. ქიქოძე).


გ. ქიქოძისეული თვალთახედვა ი. ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ აქტუალური და მნიშვნელოვანია დღესაც.

საკვანძო სიტყვები:
ქიქოძე, ჭავჭავაძე, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, შეფასებები
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ვარდოშვილი ე. (2021). გერონტი ქიქოძის ლიტერატურულ - კრიტიკული ნააზრევიდან. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 62–72. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5231
გამოცემა
სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა
ავტორის ბიოგრაფია

ეკა ვარდოშვილი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: eka.vardoshvili@tsu.ge