მიხეილ ბახტინის ესთეტიკური კონცეფციის განვითარების გზები
Main Article Content
ანოტაცია
მიხეილ ბახტინის სახელი ყველა ლიტრატურათმცოდნისათვის არის ცნობილი. ნაშრომში შეძლებისდაგვარად განხილულია ბახტინის ესთეტიკური თეორია, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოჩენილია მისი განვითარების გზები.
ძნელია მიხეილ ბახტინის ნააზრევის შესწავლა და გაგება, მიზეზი კი მეცნიერის რთულ და თავისებურ სტილთან ერთად აზრის გადმოცემის თეზისური და კონსპექტური ფორმებია, რომლებიც ინტუიტურ აფორიზმებს ემსგავსება. ბახტინს აინტერესებდა ადამიანის ონტოლოგიური ბუნება, რომელიც ხშირად არ მოდის თანხვედრაში მის პიროვნულ მახასიათებლებთან. მისთვის ნიშანდობლივია განსაკუთრებული ინდივიდუალური აზროვნება, არ მოსწონს წინა პერიოდის მეცნიერული ტრადიციების აბსტრაქტულ-ლოკალური სივრცე, რომელიც მისაღებად თვლიდა, მხოლოდ მსჯელობის ერთ ვარიანტს, ანუ ბ ყოველთვის იყო ბ-ს ტოლი.
მიხეილ ბახტინის მეცნიერული მემკვიდრეობა ხშირ შემთხვევაში მოიცავს ფილოსოფიური აზრის ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებებს. მკვლევართა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბახტინის იდეები ესაა რუსული ინტელექტუალური ტრადიციების გაგრძელება, ხოლო მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ის უფრო ახლოს იყო დასავლურ-ევროპულ კულტურასთან, კერძოდ; სტრუქტურალიზმთთან და მარქსისტულ პოეტიკასთან და, რომ მისი იდეები ინტუიტირებულნი არიან პოსტმოდერნიზმით. ეს იდეები ხშირად დიამეტრულად განსხვავებულნი და შეუთავსებელნიც კი არიან ერთმანეთთან, რასაც ზოგჯერ მეცნიერის შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამახინჯებულ აღქმამდეც მივყავართ. ბახტინი უარყოფდა მეცნიერულ აბსტრაქციას და უპირატესობას ანიჭებდა კონკრეტულ აზრს, კონკრეტულ ინდივიდუალურ სუბიექტს, რომელიც მოქმედებდა გარკვეულ დროსა და გარკვეულ სივრცეში. ცდილობდა რუსული თავისუფალი აზრის დაკავშირებას გერმანულ ფილოსოფიასთან.
მიუხედავად იმისა შესძლო თუ არა ბახტინმა ფილოსოფიისა და ესთეტიკის სფეროების გაერთიანება, მნიშვნელოვანია მისი ფილოსოფიური ძიებები, რომლებიც ღრმა ჰუმანიტარული პათოსით არიან აღბეჭდილნი, მიმართულნი არიან პიროვნებისკენ და მისი მუდმივი სულიერი განახლებისკენ.
ბახტინის შრომებში მოცემული კლასიკური და ეთიკური პოსტულატები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ლიტერატურათმცოდნეობით ანალიზურ კვლევასთან, აქტუალური და საინტერესოა დღესაც. ისინი გვანცვიფრებენ ფილოსოფიური აზრის სიმდიდრითა და სიღრმით, სწორედ ამაში მდგომარეობს მიხეილ ბახტინის, როგორც მეცნიერისა და მკვლევარის სიდიადე.