პოლიტიკური კვალიტოლოგიის როლი აფხაზეთის კრიზისის მოგვარებაში
Main Article Content
ანოტაცია
სტატია, „პოლიტიკური კვალიტოლოგიის როლი აფხაზეთის კრიზისის მოგვარებაში“, სადისერტაციო ნაშრომის, „მეტკოგნიტური მართვის თეორიის როლი აფხაზეთის კრიზისის პოზიტიურ ტრანსფორამციაში“, ერთ-ერთი კომპონენტია. ამ კომპონენტში ყურადღება ეთმობა სამშვიდობო პროცესების მართვის ხარისხის შეფასებათა მექანიზმების ანალიზს. კონფლიქტების მოუგვარებლობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ამ მექანიზმების არარსებობა ან მათი არაეფექტიანობა. სტატიაში წარმოდგენილია იმ შედეგები მოკლე აღწერა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ, ერთი მხრივ აფხაზეთის კონფლიქტის სახელმწიფო მართვაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზი, ხოლო, მეორე მხრივ, სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით წარმოვადგინოთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა - ე.წ. სამშვიდობო პროცესების პერმანენტული დაკვირვება და მათი მართვის ეფექტიანობის ხარისხის შეფასება სახელმწიფო დონეზე არსებული ინსტიტუციური ინსტრუმენტის მეშვეობით. საქართველოს მაგალითზე სტატიაში წარმოდგენილია კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუციების ის სიმრავლე, რომელიც განსაკუთთრებულად არის პასუხისმგებელი პოლიტიკური და, სახელდობრ, სამშვიდობო პროცესების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამის გამო კი - ამ ხარისხის შეფასების მექანიზმების გამოყენაბაზე.
სტატიაში პირველადაა წარმოდგენილი პოლიტიკური კვალიტოლოგიისა და პოლიტიკური ესტიმეტოლოგიის ცნებები. მეტად მნიშვნელოვანია ასევე აფხაზეთის კონფლიქტიდან წარმოებული ახალი ტიპის - „შეფასებათა კონფლიქტის“ - არსებობის ფაქტი და მისი მოგვარებისთვის „მეტაშეფასების“ კონცეპციის წარდგენა.
ისევე, როგორც ძირითადი ნაშრომი, სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა ავტორის მიერ წარმოდგენილი მეტაკოგნიტური მართვის თეორიის პრინციპებს. მეტაკოგნიტური მართვა წარმოდგენილია, როგორც კონკრეტული ობიექტის მართვის სისტემის მართვა. ამ მეტამართვის საფუძველი კი მეტაშეფასებაა.