რუსეთის მონაწილეობა საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებებსა და პირველი არხის მოლაპარაკებებში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში მოცემულია 1990-2008 წლებში დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებსა და პირველი არხის (ოფიციალურ) მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობის, გავლენისა და როლის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი.
ნაშრომში შემოთავაზებულია სამშვიდობო ხელშეკრულებების შესწავლაშეფასების თანამედროვე მეცნიერული მიდგომები და ჩამოყალიბებულია მსჯელობა, როგორ უნდა შევაფასოთ სამშვიდობო ხელშეკრულებათა მასივი, რომელიც შემუშავდა საქართველოს სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. კვლევაში გაანალიზებულია რუსეთის მონაწილეობა, როლი და ადგილი როგორც საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესში, ისე მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებში. რუსეთის მონაწილეობა შეფასდა, როგორც მრავალროლური და მრავალფუნქციური დომინანტა და ასიმეტრიული ძალაუფლება, რომელმაც შეზღუდა და შეაფერხა საქართველოს სამშვიდობო პროცესები და კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები; გააძლიერა რუსეთის ბერკეტები რეგიონულ და საერთაშორისო არენაზე. ნაშრომი ღირებულია დარგის სპეციალისტებისა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთათვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს სამშვიდობო პროცესთან.