არაერთგვაროვან ვარსკვლავებში ფეთქებადი პროცესების მათემატიკური მოდელირება

Main Article Content

თემურ ჩილაჩავა
ნატო კაკულია

ანოტაცია

გრავიტირებად გაზურ სხეულებში ფეთქებადი პროცესების მათემატიკური მოდელირება ასტროფიზიკის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ნაშრომში განხილულია არაავტომოდელური ამოცანა სიცარიელესთან მოსაზღვრე არაერთგვაროვანი გაზური სხეულის (ვარსკვლავი) ცენტრალური აფეთქების შესახებ, რომელიც წონასწორობაშია საკუთარ გრავიტაციულ ველში. ამოცანის ამოხსნისათვის გამოყენებულია თხელი დარტყმითი ფენის ასიმპტოტური მეთოდი. ამოცანის ამონახსნი დარტყმითი ტალღის (პირველი გვარის წყვეტის ზედაპირი) უკანა მიდამოში იძებნება მცირე პარამეტრით სინგულარული ასიმპტოტური დაშლის სახით. ანალიზურად ზუსტად ნაპოვნია გარემოს მოძრაობის კანონისა და თერმოდინამიკური მაჩვენებლების ძირითადი (ნულოვანი) მიახლოება. კოშის ამოცანა დარტყმითი ტალღის კანონის ნულოვანი მიახლოებისათვის ნაპოვნია ანალიზურად ზუსტად, პირველი და მეორე გვარის ელიფსური (ელიფტიკური) ინტეგრალების სახით. ნაპოვნია შესაბამისი ასიმპტოტიკები.

საკვანძო სიტყვები:
Nonhomogeneous star, gravitational field, explosion, shock wave, singular decomposition
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ჩილაჩავა თ., & კაკულია ნ. (2021). არაერთგვაროვან ვარსკვლავებში ფეთქებადი პროცესების მათემატიკური მოდელირება. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 167–178. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5447
გამოცემა
სექცია
გამოყენებითი მათემატიკა
ავტორის ბიოგრაფიები

თემურ ჩილაჩავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: temo_chilachava@yahoo.com

ნატო კაკულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ელ.ფოსტა: natokakulia@gmail.com