SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების ახალი მოდელისა და უსაფრთხოების მართვის საკითხების შესახებ

Main Article Content

ნუგზარ კერესელიძე

ანოტაცია

სტატიაში შემოთავაზებულია SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების ახალი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები, რომლებიც აგებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ეპიდემიასთან ბრძოლის პროტოკოლის გათვალისწინებით. მოდელებში გათვალისწინებულია რეინფიცირების შემთხვევები იმუნიზაციისა თუ გადატანილი დაავადების მიუხედავად. მიღებულია არაწრფივ, არაერთგვაროვან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა ცვლადი კოეფიციენტებითა და საწყისი მნიშვნელობებით. შემოთავაზებულ მათემატიკურ მოდელში გამოყოფილია სამართავი პარამეტრები ქვეყანაში ლოკდაუნის წარმართვის ხარისხის გათვალისწინებით. დასმულია ოპტიმალური მართვის ამოცანა. მიზნის ფუნქცია აფასებს ფინანსურ დანახარჯებს ლოკდაუნისა და ეპიდემიის სხვადასხვა ხასიათის შემთხვევაში. ოპტიმალური ამოცანის ამოხსნის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ლოკდაუნის ისეთი ვარიანტი, რომლის შედეგადაც არ ხდება სამედიცინო სისტემისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კოლაფსი, ამასთან, დაცულია მოსახლეობის უსაფრთხოება.


განხილულია და გამოკვლეულია აგებული მათემატიკური მოდელის მუდმივკოეფიციენტებიანი ვარიანტი. შესაბამისი კომპიუტერული მოდელი აღწერილია MatLab-ის (მათლაბის) M-ენაზე და ჩატარებულია კომპიუტერული ექსპერიმენტი. ლოკდაუნის სხვადასხვა რეჟიმებისთვის ნაპოვნია ინფექციის გავრცელების მაჩვენებლების მნიშვნელობები-: კლინიკებში პაციენტების, კარანტინში მყოფთა, ჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე პირთა, ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა რაოდენობა.

საკვანძო სიტყვები:
Mathematical, computer model, SARS-CoV-2, management, epidemic
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კერესელიძე ნ. . (2021). SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების ახალი მოდელისა და უსაფრთხოების მართვის საკითხების შესახებ . ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 201–212. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5467
გამოცემა
სექცია
კომპიუტერული მეცნიერებები
ავტორის ბიოგრაფია

ნუგზარ კერესელიძე , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებთა აკადემია

ინფორმატიკის აკადემიური დოქტორი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებთა აკადემიის წევრკორესპონდენტი

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი

ელ.ფოსტა: nkereselidze@sou.edu.ge