კატიონთა I ანალიზური ჯგუფის შესწავლის მეთოდიკა

Main Article Content

მინედა ჭანტურია
ანტონინა მსხილაძე
დარეჯან გულბანი
ემა ჭურღულია

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ქიმიის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული I ანალიზური ჯგუფის კატიონების K+, Na+,NH4+ ანალიზის, თვისებების, მნიშვნელობისა და გამოყენების შესწავლის ძირითადი მეთოდები და პრინციპები, რომლებიც უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტებში ქიმიის კურსის მოდერნიზაციისათვის.


წარმოდგენილია სწავლების პროცესის მიმდინარეობის 6 ეტაპი: კავშირი ატომის აღნაგობასა და ელემენტების, მათი ნაერთების თვისებებს შორის, მათი ბიოლოგიური როლი, I ანალიზური ჯგუფის მეტალთა კატიონების გამოყენება მედიცინაში, იდენტიფიკაციის კერძო რეაქციები, საკონტროლო ამოცანა - I ჯგუფის კატიონთა ანალიზის მსვლელობა, ანალიზური ჯგუფის კერძო რეაქციებისა და ნარევის ანალიზის შედეგების გაფორმება სქემების მიხედვით.


მიზნის მისაღწევად სტუდენტი ჩართულია კვლევა-ძიების პროცესში, ეცნობა კვლევის არსს, განსაზღვრავს კვლევის ეტაპებს და ღრმად გაიაზრებს მის შედეგებს, ამავდროულად ჩასწვდება მის მნიშვნელობას, ეძლევა ნასწავლი ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, უვითარდება მეთოდებისა და სტრატეგიების პრაქტიკულად გამოყენების, ექსპერიმენტულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკფაქტორების განსაზღვრის, დასახული მიზნის შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის შერჩევისა და შედგენის უნარჩვევები.


ანალიზური ქიმიის სწავლების პროცესში ასეთი მეთოდური მიდგომა მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოს ეფექტიანი წარმართვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები:
Cations, knowledge, teaching chemistry, methods, chemical analisys, reagent
გამოქვეყნებული: ნოე 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ჭანტურია მ. ., მსხილაძე ა., გულბანი დ., & ჭურღულია ე. (2021). კატიონთა I ანალიზური ჯგუფის შესწავლის მეთოდიკა. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 213–222. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5471
გამოცემა
სექცია
ქიმია
ავტორის ბიოგრაფიები

მინედა ჭანტურია , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოც. პროფესორი, ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: minedachanturia1@gmail.com

ანტონინა მსხილაძე , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: darejangulbani67@gmail.com

დარეჯან გულბანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: darejangulbani67@gmail.com

ემა ჭურღულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: emmachurgulia@yahoo.com