სიტყვა „ინტერაქცია“ პედაგოგიკის თეზაურუსში
Main Article Content
ანოტაცია
სიტყვები: ინტერაქცია, ინტერაქტიური და სხვა მისთანები ახალი შემოსულია ქართულ ლექსიკაში, შემოიტანა იგი ახალმა სიომ ქართულ განათლებაში, ქართული განათლების სისტემის ახალმა რეფორმამ. მაგრამ დამკვიდრდა გარკვეული ქაოსი. თანამედროვე პედაგოგიკურ ლიტერატურაში ხშირად არასწორად, უადგილო ადგილას და ერთმანეთში არევით იხმარება სიტყვები: ინტერაქციული, ინტერაქტიური, ინტერაქტიული. მათი მნიშვნელობებიც არეულია ერთმანეთში. სტატიაში ყოველმხრივ გამოკვლეულია საკითხი და დადგენილია, რომ ქართული ენის ლექსიკაში, პედაგოგიკის თეზაურუსში, უნდა შევიდეს განხილულ თემასთან დაკავშირებული მხოლოდ ორი ტერმინი: ინტერაქციული და ინტერაქტიური. პირველი მათგანი მომდინარეობს სიტყვიდან ინტერაქცია, -ულ სუფიქსის მეშვეობით, ხოლო მეორე - სიტყვიდან აქტიური, ზედსართავული ინტერ-ის დართვით. დანარჩენი სიტყვები: ინტერაქტიული და სხვა მისთანები ენის დანაგვიანებას გამოიწვევს.