მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის აქტივიზაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დაწყებით კლასებში

Main Article Content

ლევან ჯინჯიხაძე

ანოტაცია

სტატიაში პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კუთხით არის გაშუქებული მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, კერძოდ, საუბარია წარმოსახვის ორ სახეზე (პასიურსა და აქტიურზე), განმავითარებელი სწავლების ფონზე, მოსწავლეთა მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის უნარის განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, შემოქმედებითობაზე, კვლევითი უნარ-ჩვევების ტექნოლოგიაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პედაგოგიურ-ორგანიზაციული პირობების მტკიცედ დაცვას და რომლის საფუძველშიც უნდა იყოს ჩადებული ჰუმანური პედაგოგიკის იდეები, პიროვნულ-ორიენტირებული და საქმიანობრივ -ორიენტირებული მიდგომები.


სტატიაში ასევე გაანალიზებულია სასწავლო საქმიანობის ორგანიზების უნარების ოთხი ბლოკი:
1. საკუთარი საქმიანობის ორგანიზების უნარი;
2. კვლევითი მახასიათებლების ცოდნა და უნარები;
3. ინფორმაციის დამუშავების უნარი;
4. საკუთარი ნამუშევრის შედეგების წარდგენის უნარი.


გარდა ამისა, ზოგადი ფორმით წარმოჩენილია თუ რა სახის სამუშაოები და სწავლების რა პედაგოგიური მეთოდები შეიძლება იქნეს გამოყენებული მასწავლებლის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე კლასების მიხედვითდა როგორ გამოვუმუშავოთ და განვუვითაროთ მოსწავლეებს კვლევითი საქმიანობის უნარი.


ვფიქრობთ, სწავლებისადმი ასეთი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოგვცემს საშუალებას გადავჭრათ მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარების ამოცანა. 

საკვანძო სიტყვები:
შემოქმედებითი პოტენციალი, წარმოსახვა, შემოქმედებითი პროცესები, კვლევის მეთოდი, მოტივაცია
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ჯინჯიხაძე ლ. (2021). მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის აქტივიზაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დაწყებით კლასებში . ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 253–264. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5524
გამოცემა
სექცია
პედაგოგიკა
ავტორის ბიოგრაფია

ლევან ჯინჯიხაძე , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: levanijinjikhadze@gmail.com