სკოლა მასწავლებლიდან იწყება

Main Article Content

ლეილა შეროზია

ანოტაცია

როგორც ცნობილია, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა, საერთო ენის გამონახვა მხოლოდ ცალკე თეორიის ან მარტო შიშველ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია. მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზაა პედაგოგიური თეორიის და პირადი თუ სხვათა პრაქტიკული გამოცდილების სიტუაციის მიხედვით დაბალანსებული, ლოგიკურად შეკრული მინი პედაგოგიური სისტემის შემუშავება.


პრობლემა იმაშია, რომ მოსწავლეებს განსხვავებული ინდივიდუალურფსიქოლოგიური, კულტურულ-სოციალური თავისებურებები ახასიათებს. მეთოდი, რომელიც ერთთან ან რამდენიმესთან ეფექტურია, სხვებთან უეფექტო, ან უფრო მეტიც, ურთიერთობის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.


აქედან გამომდინარე, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მისი როფესიული ზრდა მუდმივად განახლებად რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, რადგან სკოლაში სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობის წარმატება მასწავლებლის პროფესიული მომზადების დონითაა განპირობებული. ამიტომ მასწავლებელი უნდა პასუხობდეს დღევანდელ პროფესიულ სტანდარტებსა და კომპეტენციებს, სისტემატურად უნდა მუშაობდეს თავისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩართული უნდა იყოს პროფესიული განვითარების სისტემაში, აქტიურად მონაწილეობდეს პედაგოგიურ სემინარებში, სამეცნიერო კონფერენციებში, მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებებში.

საკვანძო სიტყვები:
მასწავლებელი, პროფესიული, სტანდარტები, კომპეტენციები, გამოცდილება
გამოქვეყნებული: ნოე 21, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
პედაგოგიკა
ავტორის ბიოგრაფია

ლეილა შეროზია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პედაგოგიკის დოქტორი

მოწვეული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: sherozialeila@gmail.com