ხალხური შემოქმედების ასახვისათვის ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებში

Main Article Content

ეკა ვარდოშვილი

ანოტაცია

ფოლკლორულ მასალას იყენებს ყაზბეგი მხატვრულ, ეთნოგრაფიული და ავტობიოგ­რა­ფიული ხასიათის თხზულებებში. ეთნოგრაფიული ხასიათის წერილი „მოხე­ვეები და იმათი ცხოვრება“, რომელიც გაზეთ „დროებაში“ 1880 წელს გამოქვეყნდა და წარ­მოადგენს მისი შემოქმედების ერთგვარ საფუძველს. „ნამწყემსარის მო­გონებანში“ იგი წერს: „მე მინდოდა მენახა ხალხი, მსურდა გამეგო იმათი სურვი­ლი, მეცხოვრა იმათი ცხოვრებით... როგორც ეს ყველა ჩავისმინე და გავიგე, გა­დავწყვიტე მოთხრობებად გად­მოგცეთ და გაგაცნოთ ამ ხალხის ჩვეულება, ხასიათი და წესები“ (ყაზბეგი). აქ ყაზ­ბეგმა ნათლად განსაზღვრა თავისი ცხოვრების მიზანი და მხატვრულ ქმნი­ლე­ბათა არსი.


აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თავად კრებდა და ავრცელებდა ხალხური შემოქ­მედების ნიმუშებს. 1885 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნდა მის მიერ ჩაწერილი ლექსე­ბი, სათაურით „სახალხო ლექსები ხევში შეკრებილი ა. მოჩხუბარიძისაგან“. 1886 წელს კი ცალკე წიგნად გამოიცა „სახალხო ლექსები, მოხევეთა და მოხევის სიმღე­რები“. ხალ­ხუ­რი სიტყვიერების გავლენა შეინიშნება მის ლირიკულ ლექსებშიაც.


ვფიქრობთ, ამ კუთხით მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში კვლავ ბევრი რამაა შესასწავლი და გასააზრებელი.

საკვანძო სიტყვები:
ყაზბეგი, ქართული ფოლკლორი, მხატვრული თხზულებები
გამოქვეყნებული: Dec 17, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ვარდოშვილი ე. (2022). ხალხური შემოქმედების ასახვისათვის ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებებში. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 22, 51–60. https://doi.org/10.52340/ptaas.2022.22.06
გამოცემა
სექცია
ქართული ენა და ლიტერატურა
ავტორის ბიოგრაფია

ეკა ვარდოშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: eka.vardoshvili@tsu.ge