დეზინფორმაციასთან ბრძოლის ოპტიმალური მართვის ამოცანის შესახებ

Main Article Content

ნუგზარ კერესელიძე

ანოტაცია

განხილულია დეზინფორმაციის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელი, მოდელში აღწერილია ცრუ ინფორმაციის და მისი საპირისპირო - ობიექტური ინფორმაციის გავრცელების დინამიური სისტემა. ცრუ და მისი საწინააღმდგო ინფორმაციის გავრცელების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელის აგებისათვის გამოყენებულია კომპარტმენტალური მეთოდი: საზოგადოება პირობითად დაიყო ჯგუფებად იმისდა მიხედვით, თუ რომელი სახის ინფორმაციული ნაკადის ზემოქმედების ქვეშ არიან ჯგუფის წევრები. ინდივიდეებს, ცრუ და მისი საპირისპირო ინფორმაციული ნაკადების ზემოქმედებით შეუძლიათ ერთი ჯგუფიდან გადავიდნენ მეორეში და ა.შ.bჯგუფებში არსებული ინდივიდების რაოდენობა, მათი ცვლილების სიჩქარე, ჯგუფებს შორის ინდივიდების მიგრაცია აღწერილია მათემატიკური თანაფარდობებით. განსაზღვრულია საზოგადოებაში დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფ პირთა რაოდენობა, რომლებიც არ ქმნიან კრიტიკულ ნიშნულს ინფორმაციული უსაფრთხოების მხრივ. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ამოცანა ამდენად წარმოადგენს დინამიური სისტემის გადაყვანას საწყისი მდგომარეობიდან იმ მდგომარეობაში, როცა დეზინფორმაციის გავლენის მქონე პირთა რაოდენობა არ ქმნიან საზოგადოებისთვის სახიფათო კრიტიკულ მასას. განხილულია დინამიური სისტემის მართვადობის საკითხი. დინამიური სისტემის მართვადობა შემოწმებულია კომპიუტერული ექსპერიმენტით. დინამიური სისტემის მართვადობის ამოცანა, მას შემდეგ რაც შემოტანილია ფუნქცია, რომელშიც "აწონილია" ცრუ ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციის გავრცელების "ფასი", ტრანსფორმირდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ოპტიმალური მართვის ამოცანად.

საკვანძო სიტყვები:
ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური მართვის ამოცანა
გამოქვეყნებული: Dec 17, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კერესელიძე ნ. (2022). დეზინფორმაციასთან ბრძოლის ოპტიმალური მართვის ამოცანის შესახებ. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 22, 23–29. https://doi.org/10.52340/ptaas.2022.22.02
გამოცემა
სექცია
კომპიუტერული მეცნიერებები
ავტორის ბიოგრაფია

ნუგზარ კერესელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინფორმატიკის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: nkereselidze@sou.edu.ge