ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შენარჩუნების (საქართველო, უკრაინა) დოქტრინის ძირითადი განმსაზღვრელები
Main Article Content
ანოტაცია
არსებულ საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში ინტეგრირების პროცესი დაკავშირებულია მრავალ პრობლემასთან, რამეთუ მათ შთამომავლობით ერგოთ რეგიონული პრობლემების ისეთი კაუზალური საკითხები როგორიცაა: დამოუკიდებლობა, ისტორიული ტერიტორიებთან დაკავშირებული სადავო საკითხები და ეთნოკონფლიქტები; ევროკავშირში ინტეგრირება და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება; ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და, ამასთან, რუსული კაპიტალის შეზღუდვა; დაბოლოს, თავად გადაწყვეტილებათა ვარიაცულობა, დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილების მომზადებასთან, რომელიც უნდა მოიცავდეს ქმედებების ალტერნატიულ შესაძლებლობებს, რაც შეუძლებელია ყოფილ რესპუბლიკებში შემორჩენილი რუსული აგენტურის ქსელის და რუსეთისადმი ნოსტალგიურად განწყობილი საზოგადოების არსებობის გამო. ყოველივე არსებულის გამო აუცილებელია ყოფილმა სსრკ-ს რესპუბლიკებმა და, ამჟამად უკვე, დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა შეიმუშაონ ერთიანი დოქტრინა.