ახალი მანქანები-საქართველოში მეჩაიეობის შემდგომი განვითარებისათვის
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია, საქართველოში მეჩაიეობის დარგის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის ძირითადია: დაკნინებული პლანტაციების რეაბილიტაცია, ახალი უხმოსავლიანი პლანტაციების გაშენება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება და დანერგვა წარმოებაში.
სტატიაში მოცემულია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ, 2018-2021 წლებში დამუშავებული, დაკნინებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო მანქანები: ჩაის კომპლექსური მანქანა, ჩაის მძიმედ სასხლავი მანქანები თვითმავალი შასის და მოტობლოკის ბაზაზე, ბელორუს სპეციალისტებთან ერთად შექმნილი, ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ განკუთვნილი, მაღალკლირენსიანი ტრაქტორი БЛ-1200, რომლის შემოტანა და გამოცდა საქართველოში გათვალისწინებულია მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში.
გარდა ამისა, სტატიაში მოცემულია 2021-2022 წლებში აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ დამუშავებული ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მანქანის საცდელი ნიმუშის სურათები. აღნიშნული მანქანა გამოცდილია საველე პირობებში და მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები.