ხეხილოვან ბაღებში მოსავლის აღების მექანიზაციის საკითხები
Main Article Content
ანოტაცია
ხეხილოვანი კულტურების მოვლა–მოყვანის და აღების შრომატევად ოპერაციებს შორის გამოირჩევა მოსავლის აღება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულდება ხელით ან მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამა თუ იმ კულტურის მოსავლის აღების ოპერაციებზე შრომის დანახარჯები, მოვალ–მოყვანის სრული დანახარჯების დაახლოებით 30-40%–ს შეადგენს. მოსავლის აღების პროცესის მექანიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს შრომის დანახარჯებს და რენტაბელურს გახდის მეხილეობის დარგს. ნაყოფამღები მანქნების სრულყოფის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მწარმოებლობის ამაღლება, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ნაყოფებისა და ხეების დაზიანება, ნაყოფამღებ მანქანებს მარტივი კონსტრუქციის პარალელურად უნდა ჰქონდეთ მაღალი გამავლობა და მანევრულობა, სამუშაო ორგანოების საიმედო აძვრა და უსაფრთხოების გარანტია.
სტატია „ხეხილოვან ბაღებში მოსავლის აღების მექანიზაციის საკითხები“ განხილულია ხეხილოვან ბაღებში ნაყოფის აღების სამანქანო ტექნოლოგიები. წარმოდგენილია ახალი თანამედროვე, მცენარედან ნაყოფების დარტყმითი რხევებით ჩამოსაბერტყი მანქანისა და მასზე დააგრეგატებული ნაყოფდამჭერი მოწყობილობის კონსტრუქციები. სტატიაში განხილულია აღნიშნული სამანქანო ტექნოლოგიების უპირატესობა, ხეხილოვან ბაღებში მოსავლის ამღებ, უკვე არსებულ სამანქანო ტექნოლოგიებთან. ასევე განხილულია ნაყოფდამჭერი მოწყობილობის სამუშაო ორგანოების თეორიული საფუძვლები.