სინამდვილის მხატვრული გარდასახვა

Main Article Content

ჯონი მარღანია

ანოტაცია

ხელოვნება და კერძოდ მისი სიტყვიერი დარგი - ლიტერატურა, როგორც ცნობიერების ფორმა, წარმოადგენს რეალობის ასახვას, მაგრამ არა მის ასლს, პირდაპირ გადაღებას, არამედ მხატვრულ გარდასახვას. ცნობილი ფრანგი მოღვაწე დენი დიდრო ცხოვრებისადმი ხელოვნების მიბაძვის ორ სახეს გამოყოფდა - ფოტოგრაფიულს, ე.ი. უიდეო, მორალურ ღირსებას მოკლებული, და ნეიტრალური-იდეური და მორალური, სწორედ ამ თვისების მატარებელია მხატვრული ლიტერატურა.


მხატვრული შემოქმედება მთელი ობიექტუ­რი სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი მხოლოდ ადამიანურ სამყაროს, საზოგადოებრივ სინამდვილეს, სულიერ და ინტელექტუალურ ცხოვრებას წარმოსახავს.


მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი ახდენს ცხოვრების განზოგადოებას. ის სპეციფიკური საფუძველი კი, რომლის მეშვეობითაც შემოქმედი ახდენს სინამდვილის წარმოსახვას, არის შეთხზვა, გამონაგონი - „ქმნა არყოფილისა ყოფილად“.


მხატვრული შეთხზვა და საერთოდ ფანტაზია იმ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს, როდესაც მწერალი მიზნად ისახავს ისტორიული პიროვნების (პიროვნებების) ან მოვლენის განსახოვნებას. მხატვრული გამონაგონი ასეთი თემატიკის ნაწარმოებებს უფრო მეტ სიმართლის ელფერს ანიჭებს, ვიდრე მოვლენათა რეალური და ზუსტი წარმოსახვა (მაგ. გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“, ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“).


მხატვრულ ნაწარმოებში სინამდვილიდან აღებული მასალის საფუძველზე ზნეობრივი ტენდენციები დიდი მხატვრული სულისკვე­თებით არის გააზრებული.


ნაწარმოებში არანაირ შემთხვევით ელემენტს არა აქვს ადგილი, მწერლის ყოველ სიტყვას, მხატვრულ „დეტალს“ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია და საბოლოო ჯამში ცხოვრებისეული რეალობის მხატვრულ სიმართ­ლედ გარდაქმნას ემსახურება, რომელიც უფრო ნამდვილია და დამაჯერებელი, ამიტომაც მკითხველზე მეტ მორალურ-ზნეობრივ და ესთეტიკურ ზეგავლენას ახდენს ვიდრე რეალური სინამდვილე.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნება, ლიტერატურა, მხატვრული გარდასახვა
გამოქვეყნებული: Dec 17, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
მარღანია ჯ. (2022). სინამდვილის მხატვრული გარდასახვა. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 22, 61–70. https://doi.org/10.52340/ptaas.2022.22.07
გამოცემა
სექცია
ქართული ენა და ლიტერატურა
ავტორის ბიოგრაფია

ჯონი მარღანია, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია

ფილოლოგიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ ოთარ ჭურღულიას სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი

E-mail: jmargania@gmail.com