ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია

Main Article Content

იზოლდა ბელთაძე

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია ჰოლანდიის ქალაქების ჯერ ანტვერპენის, ხოლო შემდეგ ამსტერდამის აღზევება, ოსტ-ინდოეთის კომპანიის წარმოშობა, მისი საქმიანობა, ჰოლანდიის ინტერესები აღმოსავლეთში, ბრძოლა მის კონკურენტებთან: პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან, მონოპოლიის დამყარება, განსხვავება ინგლისის და ჰოლანდიის ოსტ ინდოეთის კომპანიებს შორის.


ორივე ინგლისის და ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები გვევლინება, როგორც გემთმშენებლები, ვინაიდან სავაჭრო კოლონიური ექსპანსია ორივე ქვეყანაში ხელს უწყობდა საზღვაო ფლოტის განვითარებას. ჰოლანდიის ოსტ- ინდოეთის კომპანიას აღმოსავლეთიდან შემოჰქონდა მუსკატი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, ცეილონის ჩაი, ყავა და სხვა. ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიას ჰოლანდიელებისაგან განსხვავებით შეჰქონდა აღმოსავლეთში მაუდის ქსოვილები და გამოჰქონდა: აბრეშუმი, ბამბა, პილპილი, მიხაკი, დარიჩინი, ინდიგო, ჯავზი, ოპიუმი, რომელთაც ევროპაში ზედმეტ ფასებში ჰყიდდა.


ჰოლანდიის ოსტ - ინდოეთის კომპანიის ყოველწლიური მოგება იყო 50 მლნ გილდენი. ინგლისის მოგება კი მარტო 12 ექსპედიციისას შეადგენდა 460 ათას ფუნტ სტერლინგს.


საბოლოო ჯამში ჰოლანდიის ოსტ -ინდოეთის კომპანიამ, რომელმაც შეწყვიტა არსებობა 1796 წელს (მის მონოპოლიას ბოლო მოუღო ინგლისმა), მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი გემები მიემგზავრებოდნენ მსოფლიოს ყველაზე შორეულ მხარეებში - ინდოეთში, მალაიზიაში, ინდოჩინეთში. მკაცრად მართავდა თავის კოლონიებს, ანხორციელებდა ფართო სავაჭრო ოპერაციებს, დიდ გავლენას ახდენდა გემთმშენებლობისა და სხვა ინდუსტრიის განვითარებაზე, რაც დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე.

საკვანძო სიტყვები:
მონოპოლია, სეფარდები, საფონდო ბირჟა, საპაიო
გამოქვეყნებული: Dec 17, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ბელთაძე ი. (2022). ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 22, 71–81. https://doi.org/10.52340/ptaas.2022.22.08
გამოცემა
სექცია
საქართველოს ისტორია, ისტორია
ავტორის ბიოგრაფია

იზოლდა ბელთაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

E-mail: beltadzeizolda@gmail.com