პატიოსანი ესე მონასტერი ახალი ათონისა
Main Article Content
ანოტაცია
უწინ საქართველოს სამეფო ხელისუფლებას ეკლესია-მონასტრები მრავლად ჰქონდა. ერის ცხოვრებაში კულტურის შემტანი მაშინ სარწმუნოება იყო. XIX ს-ის სამონასტრო ცხოვრება დიდად განსხვავდებოდა განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდისაგან, თუმცა, მონასტრის მთავარი დანიშნულება, როგორც სამზრუნველო სავანისა, არ შეცვლილა. ნაშრომში ასახულია XIX საუკუნის70-იან წლებში, სოხუმში ნიკოფსიის//ანაკოფიის ადგილას დაარსებული მონასტრის - ამ არაქართული კულტურის კერის დანიშნულება. მას რუსული სახელმწიფოს ხელისუფლების განმტკიცების გარდა, მისიონერული მიზნებიც ჰქონდა. მაგალითად, აფხაზეთი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. რაც მთავარია, სოხუმის ახალი ათონის მონასტერში არსებული მკაცრი ტიპიკონი, რაც წესრიგს განაპირობებდა, ძველი ათონის ტიპიკონის მსგავსი იყო. სწორედ ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება გახდა იმ წარმატების საწინდარი, რასაც ახალი ათონის მძლავრმა მონასტერმა უმოკლეს დროში მიაღწია. მათი მოღვაწეობის უანგარობის შეფასება საკვლევი საკითხის მიზანს წარმოადგენდა.