წერილები გიორგი დადიანისა დიმიტრი ყიფიანისადმი

Main Article Content

ლალი ჭითანავა

ანოტაცია

დადიანთა საგვარეულოში დიდი ნიკო დადიანის ოჯახი უდიდესი ღვაწლისა და დიდების მატარებელია, არა მარტო წინაპრები, არამედ შთამომავლებიც სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან კულტურულ ამინდს ქმნიდნენ საზოგადოებაში. მათ შორის გამორჩეულია მისი ვაჟი გიორგი დადიანი, რომელსაც ძლევამოსილი ბაბუის, რუხის ომის მონაწილისა და ბესარიონ გაბაშვილის მიერ შექებული სარდალის გიორგი ოტიას ძე დადიანის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი. რაც შეეხება გიორგი დადიანს, რომელსაც სახელოვანი ბაბუის პატივსაცემად შეარქვეს ეს სახელი, მამის სიცოცხლეშივე აქტიური საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გახდა. 1821 წელს აფხაზეთში პოლკოვნიკ გორჩაკოვის ექსპედიციის დროს თავი ისახელა, რის გამოც მან პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო. გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობით სრულ ოპოზიციაში ედგა სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს. მას თავისი კონცეფცია ჰქონდა ქვეყნის და მამულის მოწყობისა და ამის გამოც ვერ თანხმდებოდა მთავართან. იგი იყო საოცრად ეროვნული პიროვნება, მიმდევარი ძირძველი ტრადიციებისა, ოცნებობდა, თუ როდის გადაიქცეოდა რუსეთის დიდმპყრობელობა სხვანაირად, ან საერთოდ როდის დაეხსნებოდნენ საქართველოს, რომ უფრო თავისუფალი და ლაღი მომავალი ჰქონოდა ქართველ ერს. გიორგი დადიანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აფხაზეთში. მის ერთ სიტყვას მთელი ძალაუფლების შეცვლა შეეძლო, ამიტომაც მის წინაშე დიდ პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავდნენ არამარტო სამთავროს წარმომადგენლები, არამედ ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც და მათ შორის დიმიტრი ყიფიანი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია გიორგი დადიანის წერილები დიმიტრი ყიფიანისადმი მიმართული, სადაც საოცარი სიყვარული, ღია ურთიერთობა, პატივისცემა და ერთგულებაა გამოხატული.

საკვანძო სიტყვები:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ნიკო დადიანი, გიორგი დადიანი, დიმიტრი ყიფიანი, წერილები, დადიანების სასახლე
გამოქვეყნებული: Dec 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ჭითანავა ლ. (2024). წერილები გიორგი დადიანისა დიმიტრი ყიფიანისადმი. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 55–63. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.06
გამოცემა
სექცია
ქართული ენა და ლიტერატურა
ავტორის ბიოგრაფია

ლალი ჭითანავა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდების მცველი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი

E-mail: lali.chitanava@gmail.com