პიროვნების სოციალიზაცია-განვითარების, მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი

Main Article Content

გულნაზი ხუხუა

ანოტაცია

პიროვნების სოციალიზაცია ურთულესი პედაგოგიური პროცესია, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების ღირსებას, მის კულტურულ და ინტელექტუალურ სიმაღლეს, როცა მის თითოეულ წევრს გაცნობიერებული აქვს: რას ნიშნავს პიროვნება, ერი, სახელმწიფო, ხელისუფლება, საზოგადოება, ზნეობრიობა, სულიერობა, კულტურა, „ენა, მამული, სარწმუნოება“; იცის დროისა და სივრცის დიმენსიონების ორგანული კავშირი: აწმყო, წარსული, მომავალი, რადაგან შეუძლებელია წარსულის გარეშე აწმყოს გაგება და მომავლის განჭვრეტა. ხატოვნად რომ ვთქვათ: „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“ (ალბერტ ლაიბნიცი).


მოსწავლეთა სოციალიზაციაზე პასუხისმგებელია განათლების სისტემა, კერძოდ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. მაგრამ, როცა ის აცდენილია კლასიკურ საფუძველს, წარსულის ღირებულ მონაპოვარს და ეყრდნობა მავანთმავანთა სუბიექტურ მოსაზრებებსა და შიშველ პრაქტიციზმს, პრაქტიკულად შეუძლებელია ინტელექტუალურად, ზნეობრივად, სულიერად, ესთეტიკურად სრულფასოვან, ყოველმხრივ ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდა.


განათლების სისტემის მუშაობას ხელს უშლის თავისუფლებისა და დემოკრატიის უაპელაციოდ გამოცხადება. რამაც მოამრავლა დაცარიელებული საკლასო ოთახები და აუდიტორიები. თავისუფლებას აქვს თავისი დრო, ადგილი, წონა და ზომა! ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა იდგეს განთლების კლასიკურ საფუძველზე სიახლეთა გათვალისწინებით;


აბსოლუტური დისციპლინა, დისციპლინა და დისციპლინა, რომლის გარეშე ქაოსია და სიბნელე. მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს კლასიკურ პედაგოგიკას, სიახლეებს, პროფესიულ და საგნობრივ კომპეტენციებს, აღზრდის კანონებსა და პრინციპებს, მეთოდებს, ტექნიკასა და ტექნოლოგიებს და იმ საგნებს, რომლებსაც ასწავლის; გამოირჩეოდეს მეცნიერული მსოფლმხედველობით, გონიერებით, ზნეობით, სულიერობით, ესთეტიკური გემოვნებით, მეტყველების, ურთიერთობისა და ჩაცმის კულტურით, სრული ობიექტურობით, შრომისმოყვარეობით; მუდმივად უნდა იმაღლებდეს პროფესიულ კვალიფიკაციას ახალ-ახალი მეცნიერული მიღწევების კვალდაკვალ.

საკვანძო სიტყვები:
მასწავლებელი, განათლება, აღზრდა, სოციალიზაცია, მსოფლმხედველობა, გონიერება, ზნეობა, ღვთისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა
გამოქვეყნებული: დეკ 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ხუხუა გ. (2024). პიროვნების სოციალიზაცია-განვითარების, მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 115–127. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.12
გამოცემა
სექცია
პედაგოგიკა და მეთოდიკა
ავტორის ბიოგრაფია

გულნაზი ხუხუა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პედაგოგიკისა და მეთოდიკის ინსტიტუტის დირექტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

E-mail: gulnazi.khukhua1@gmail.com