სტუდენტთა შემოქმედებითი აქტივიზაცია კონკრეტული სიტუაციების ტექნოლოგიის საფუძველზე
Main Article Content
ანოტაცია
უმაღლეს სასწავლებელში განათლების მეცნიერებათა ფაკულ-ტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა, ისე უნდა იყოს ორგანიზებული ლექტორის მიერ, რომ სტუდენტი თვითონ უნდა ინტერესდებოდეს და ისწრაფოდეს ახალი ცოდნის დაუფლებისაკენ. ამისათვის კი აუცილებელია ლექტორის მიერ სწავლების ინტე-რაქტიური მეთოდების მიზანმიმართულად გამოყენება სასწავლო პროცესში. ინტე-რაქტიური მეთოდების გამოყენებამ კი უნდა განაპირობოს სტუდენტთა მაღალი ჩართულობა სასწავლო პროცესში, რომელიც მოგვცემს საშუალებას დამოუკი-დებლად გადაჭრან მათ წინაშე დასმული ესა თუ ის პრობლემური საკითხი. სწავ-ლების ინტერაქტიური მეთოდები მათ დაეხმარება პრობლემური სიტუაციების დროს აზროვნების გააქტიურებაში, ძირითადის დამახსოვრებაში, გაუღვივებს ინტერესს შესასწავლი მასალისადმი, გამოუმუშავებს ცოდნის დამოუკიდებლად ათვისების მოთხოვნილებას.
კონკრეტული სიტუაციების მეთოდის გამოყენებისას, დიალოგური ურთი-ერთობის საფუძველზე სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ ისეთი ძირითადი თვისე-ბები, როგორიცაა, კომუნიკაციურობა, სხვათა პოზიციებისა და აზრების მოსმენა და გაგება. გარდა ამისა, აქ წარმოებს შემოქმედებითი იდეების აქტივი-ზაცია, ჩქარდება სწავლების ახალ ტექნოლოგიასთან ადაპტაცია, რომელიც, თავის მხრივ, ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ინტერესის ამაღლებას საგნისადმი.