თანამედროვე ჰუმანისტური პედაგოგიკის მოდელირება განათლების სოციოლოგიაში

Main Article Content

მედეა სალია

ანოტაცია

მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე ქვეყანაში მიმდინარე სოციალურმა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა მოვლენებმა და შედეგად, ღირებულებათა გადაფასებითმა პროცესებმა განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა - ფუნდამენტურად შეცვალა მოქალაქეების ფსიქოლოგიური განწყობა, კულტუროლოგიურ-მსოფლმხედველობრივი ორიენტირები. ამით განპირობებულმა ჰუმანიზაციის დეფიციტმა, ერთის მხრივ, კონკურენტუნარიანი ახალი განათლებული თაობის აღზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, მათში ჰუმანიზმის, როგორც მოქალაქის სოციალური ქცევის უმთავრესი ფასეულობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის აუცილებლობა გამოკვეთა. აქედან გამომდინარე, ძირითადი ამოცანაც ინფორმაციული საზოგადოების გამოწვევებისა და თანამედროვე საზოგადოების მზარდი დეჰუმანიზაციის ფონზე მოზარდი თაობისთვის ჰუმანიზმის აღზრდისა და მათთვის უმაღლესი სტანდარტების განათლების გადაცემის ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენა გახდა, რაც ახალგაზრდა თაობის სოციალიზაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი აქტიური და ჰარმონიული ჩართულობის გარდაუვალი პირობაა.


საგანმანათლებლო სივერცე ქვეყანაში ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. სახელმწიფომ პრიმატად ჰუმანიზმის პრინციპები გამოაცხადა, განათლების მიზნადაც ჰუმანური ახალი თაობის კეთილშობილი საზოგადოებისათვის მომზადება დაისახა. ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა კი ჰუმანიზმის დეფიციტის წინაშე დაგვაყენა. პედაგოგიკის კანონებზე, პრინციპებსა და მეთოდოლოგიურ საფ უძვლებზე აგებული მეთოდები და ტექნოლოგიები პოლიტიკურად და ეკონომი კურად, ზნეობრივად ორგანიზებული საზოგადოებების პერიოდებში აღწევდა თავის საქმიანობაში წარმატებებს. ამის დასტური რენესანსია! ამდენად, სოციოლოგია და, კერძოდ, განათლების სოციოლოგია (რომლის საფუძვლების შექმ ნაშიც პეგაგოგიკურ გამოცდილებას დიდი წვლილი მიუძღვის) მეტი პასუხისმგებ ლობის წინაშე დადგნენ. ეს პასუხისმგებლობა კი, ჩვენი ღრმა რწმენით, პედაგოგიკურ მეცნიერებებთან თანამშრომლობაში უნდა განვითარდეს. სწორედ, ამის წარმოჩენის მცდელობაა მოცემული სტატია, რომელიც თანამედროვე ჰუმანისტური პედაგიოგიკის განათლების სოციოლოგიაში მოდელირების მეცნიერული დასაბუთების მიზნით ჩატარებული მეცნიერული სოციოლოგიურ-პედაგოგიური კვლევების შედეგების ანალიზის მოკრძალებულ სახეს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:
ჰუმანიზმი, ჰუმანური პედაგოგიკა, განათლების სოციოლოგია, მოდელირება, პედაგოგიკა, თანამშრომლობა
გამოქვეყნებული: Dec 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
სალია მ. (2024). თანამედროვე ჰუმანისტური პედაგოგიკის მოდელირება განათლების სოციოლოგიაში. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 138–153. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.14
გამოცემა
სექცია
პედაგოგიკა და მეთოდიკა
ავტორის ბიოგრაფია

მედეა სალია

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პედაგოგიკისა და მეთოდიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

E-mail: saliamedea@yahoo.com