ავტორთა გზამკვლევი
ავტორთათვის!
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი:
- ინგლისურ ან ზოგიერთი სპეციალობისათვის (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ...) ქართულ ენაზე ელექტრონული სახით შემოსულ სტატიას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება მეცნიერების დარგი, ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
- თუ შემოსული სტატიის ავტორი ან ერთ-ერთი თანაავტორი არის აკადემიის წევრი ან წევრ-კორესპონდენტი, მაშინ სტატიას წარდგინება არ სჭირდება;
- თუ შემოსული სტატიის ავტორი ან თანაავტორი არ არის აკადემიის წევრი ან წევრ-კორესპონდენტი, მაშინ სტატიას თან უნდა ახლდეს აკადემიის წევრის ან წევრ-კორესპონდენტის წარდგინება და რეცენზია;
- დოქტორანტისა და მაგისტრანტის სტატიას უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის დირექტორის რეცენზია.
სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესი:
- ტექსტი უნდა აიკრიფოს შემდეგი შრიფტით:
- Sylfaen (ქართული); Times New Roman (ინგლისური ენისთვის);
- ტექსტის ფონტის ზომა – 12;
- სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5;
- ფურცლის ზომა A4 ფორმატი;
- მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ, მარჯვნივ-მარცხნივ – 2.5 სმ;
- გვერდების რაოდენობა: მინიმუმ 7 გვერდი, მაქსიმუმ 15 გვერდი;
- ქართული სტატიის სათაური (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა – 14);
- ინგლისური სტატიის სათაური (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა – 14, ფონტი - Caps Lock);
- მარცხენა კუთხეში ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი (Bold, შრიფტის ზომა - 12), შემდეგ უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სტატუსი, აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- წარმდგენი ინსტიტუტის დასახელება (Italic, შრიფტის ზომა - 12);
- აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე (150-200 სიტყვა), უნდა იწყებოდეს „აბსტრაქტი.“ ან „Abstract.“ (Bold, შრიფტის ზომა - 12);
- საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე (5 სიტყვამდე) (Italic, შრიფტის ზომა - 12), უნდა იწყებოდეს „საკვანძო სიტყვები:“ ან „Keywords:“ (Bold, Italic, შრიფტის ზომა - 12);
- ინგლისური სტატიის წარმოდგენისას საჭიროა აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე, ხოლო აბსტრაქტი ქართულ ენაზე ერთ გვერდამდე;
- ქართული სტატიის წარმოდგენისას საჭიროა აბსტრაქტი ქართულ ენაზე, ხოლო აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე ერთ გვერდამდე;
- აბსტრაქტი უნდა გადმოსცემდეს ნაშრომის არსს, უნდა იყოს მკაფიო, ლაკონიური და ასახავდეს სტატიის კვლევის შედეგებს;
- ფურცელი არ ინომრება;
- თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია ისინი დაერთოს შესაბამის ტექსტს ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
- თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, ის არ ინომრება;
- საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ (გარჩევისუნარიანობა უნდა იყოს არანაკლებ 300 dpi);
- ფორმულები შესრულებული უნდა იქნეს MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით;
- ფორმულები უნდა იყოს განთავსებული ცენტრში, ხოლო ფორმულების ნუმერაცია - მრგვალ ფრჩხილებში;
- სქოლიო შეიძლება განთავსდეს გვერდის ბოლოს, შრიფტის ზომა 10 pt, ნუმერაცია წარმოებს სიმბოლოებით ან არაბული ციფრებით;
- ქართული ტექსტებისათვის უნდა გამოვიყენოთ ე.წ. ქვედა {„} და ზედა {“} ბრჭყალები, უცხოენოვანი ტექსტებისათვის – ე.წ. ზედა {“ ”} ბრჭყალები.
- დამოწმებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით. სტატიის დამოწმებისას ლიტერატურის ციტირება საჭიროა ძირითად ტექსტში (როგორც წესი, აბზაცის ბოლოს) კვადრატულ ფრჩხილებში;
- ლიტერატურის ნუსხაში მიეთითება დამოწმებული შრომები მხოლოდ ქართულად ან ლათინურად, ხოლო რუსულ ენოვანი ლიტერატურის შემთხვევაში უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურად (ბოლოში მიეწერება Russian) შემდეგი თანმიმდევრობით:
- ჟურნალისათვის – ავტორის გვარი, ინიციალები, ჟურნალის სახელწოდება, გამოცემის ადგილი, წელი, ტომი, ნომერი, საწყისი და ბოლო გვერდები; წიგნისათვის – ავტორის გვარი, ინიციალები, სახელწოდება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, გამოცემის წელი, (ტომი) გვერდების რაოდენობა;
ავტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჟურნალის რედაქციას: გიორგი ფოჩხუა (სწავლული მდივნის მ/შ, წევრ-კორესპონდენტი), ტელ: 555720505, ელ-ფოსტა: academy.proceedings@taas.ge.
ავტორმა უნდა მიუთითოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც იგი სისტემატურად ამოწმებს და რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება. თუ ავტორთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდება, რედაქცია უფლებამოსილია, შეაჩეროს სტატიის გამოცემა.
აკადემიის შრომების რედკოლეგიის ვალდებულებაა ავტორის (ავტორები) მიერ გამოგზავნილი სტატიის კორექტირება (ინგლისურ და ქართულ ენებზე), რათა იგი მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, ასევე მოცემული ტომის საბოლოო დაკაბადონება, ხოლო სტატიის ავტორი, რედკოლეგიის მიერ სტატიის გამოცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვალდებულია ტომის საბოლოო გამოქვეყნებამდე აკადემიის ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა (თითო გვერდზე 10 (ათი) ლარის ოდენობით) შემდეგ რეკვიზიტებზე:
ბანკის დასახელება: თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: ა.(ა).ი.პ. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია
მიმღების ანგარიში: GE34TB7718236060100002
სტატიებს, რომლებიც არ პასუხობს აღნიშნულ პირობებს, სარედაქციო საბჭო არ მიიღებს!!!