შუმერული ეკონომიკის სტრუქტურა და ფუნქციონირება

Main Article Content

გია კვაშილავა

ანოტაცია

ამ შრომაში განიხილულია შუმერის ეკონომიკის ძირითადი კომპონენტები: სოფლის მეურნეობა, ტაძრებისა და სასახლეების ეკონომიკა, ვაჭრობა, შრომის ორგანიზაცია, აღრიცხვის სისტემა და გადანაწილების მექანიზმები. შუმერის ეკონომიკა, რომელიც ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში სამხრეთ შუამდინარეთში ყვაოდა, ერთ-ერთ ყველაზე ადრეული ორგანიზებული სისტემა იყო. სოფლის მეურნეობა, რომელიც განვითარებული იყო მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის მიერ შექმნილ ნაყოფიერ ნიადაგებზე, უზრუნველყოფდა ძირითადი პროდუქტების, მაგ., ქერის, ხორბლისა და ფინიკის მოყვანას. ტაძრები და სასახლეები, როგორც ეკონომიკური ცენტრები, მართავდნენ მიწის საკუთრებას, გადასახადებსა და რესურსების გადანაწილებას. შუმერი ვაჭრობდა ისეთ რეგიონებთან, როგორებიცაა სამხრეთ კავკასია, ანატოლია (თანამედროვე თურქეთის მხარე), ელამი (თანამედროვე ირანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი), ინდის ხეობა (თანამედროვე პაკისტანის მხარე) და არაბეთის ნახევარკუნძული (დილმუნი, თანამედროვე ბაჰრეინი). შრომის მკაცრი ორგანიზაცია და ლურსმული დამწერლობით ჩაწერილი აღრიცხვითი ფორმები უზრუნველყოფდა ეფექტურ მართვას. გარკვეულმა ინსტიტუციურმა ჩარჩოებმა შეამცირა ტრანზაქციული ხარჯები, რაც ზრდიდა სათანადო ინსტიტუტების ნდობასა და სტაბილურობას. შუმერში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევების მიუხედავად, მისი ეკონომიკა მყიფე რჩებოდა, რაც განპირობებული იყო მიწის დამლაშებითა და გარე საფრთხეებით. შუმერულმა ბიუროკრატიამ, სარწყავმა სისტემებმა და დამწერლობამ დიდი გავლენა მოახდინა უძველესი ცივილიზაციების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები:
შუმერის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტაძრებისა და სასახლეების ეკონომიკა, ინსტიტუტები, ვაჭრობა, სარწყავი სისტემები, აღრიცხვა, დამწერლობა
გამოქვეყნებული: დეკ 19, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნესი, დემოგრაფია
ავტორის ბიოგრაფია

გია კვაშილავა, ავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორი
E-mail: gia.kvashilava@tsu.ge

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები