საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
საცხენოსნო ტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში აქტიური ტურიზმის საინტერესო ფორმაა. იგი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ადამიანისა და ცხენის ურთიერთობის ჰუმანური დამოკიდებულების გარდა, მნიშვნელოვანი რელაქსაციის საშუალებაა.
საქართველოში ქართველი კაცის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ცხენთან. იგი ისტორიულად წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ტვირთზიდვის, ასევე ბრძოლის ველზე მხედრის ერთგულ და საიმედო „მეგობარს“.
ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული დამოკიდებულება არსებობს საცხენოსნო შეჯიბრებებისადმი და სადღესასწაულო დღეებში ტურისტულ დესტინაციებში იმართება ჯირითი, დოღი, ყაბახი, ისინდი და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის რელიეფი და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, მატერიალურკულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და განსაკუთრებით ციხე-კოშკების არსებობა ხელშემწყობი ფაქტორია სახენოსნო ტურების მოსაწყობად.
საქართველოში ამჟამად ტურისტული დესტინაციებისა და განსაკუთრებით დაცული ტერიტორიული სისტემების სიახლოვეს შექმნილია საცხენოსნო ბაზები, რომლებიც ტურისტთა გადაადგილების მომსახურებას უზრუნველყოფს.
საცხენოსნო ტურების პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისათვის მიზანშეწონილია საცხენოსნო მარშრუტების დეტალური შესწავლა, საფრთხეებისა და რისკების მინიმიზაცია, თავშესაფარი ქოხების მოწყობა, ფირნიშებისა და პანორამული ხედების უზრუნველყოფა, მარკირება, გის სისტემებით მობილურ აპლიკაციებში მისი ჩასმა და ტურისტებისათვის მიწოდება. არსებული ღონისძიებების დანერგვა საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ხელშემწობი ფაქტორი გახდება