უცხო ტექსტზე მუშაობა და კითხვის სტრატეგიები ენის სწავლებისას

Main Article Content

რუსუდან გოგოხია

ანოტაცია

ტექსტი სამეტყველო აქტივობის პროდუქტია, მასში გადმოცემულია სამეტყველო აქტივობის საგანი, რომელიც მოსაუბრის ან მწერლის მიერაა მოცემული. იგი რთული სამეტყველო გამონათქვამია, რომელსაც ლოგიკურ-კომპოზიციური და ლოგიკურ-აზრობრივი სტრუქტურა, საგნობრივი შინაარსი, ენობრივი მახასიათებლები და კომუნიკაციური თვისებები გააჩნია. ტექსტი აზრობრივი შინაარსის და ენობრივი ფორმის თავისებური ერთიანობაა. ტექსტის ძირითადი თვისებაა მისი აზრობრივ-სემანტიკური მთლიანობა, ანუ აზრის გაბმულობა. სასწავლო მასალა სასწავლო ტექსტებშია ასახული; ტექსტებმა უნდა შეასრულოს მოტივაციური, საინფორმაციო და საკონტროლო ფუნქციები, შექმნას კითხვის მექანიზმის ეტაპობრივი ფორმირების პირობები. ტექსტები უნდა შეირჩეს სწავლების მიზნის შესაბამისად. ტექსტის შინაარსი უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლის პიროვნულ აღზრდასა და განათლებას; უნდა გააჩნდეს შემეცნებითი ღირებულება და შინაარსის მეცნიერულობა, უნდა შეიცავდეს შესასწავლი ენის ქვეყნისა და ხალხის შესახებ ფაქტობრივ მასალას სხვადასხვა სფეროში. ტექსტის ძირითადი აზრობრივი კომპონენტებია თემა, იდეა და პრობლემა. პრობლემურობა ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ტექსტისადმი. ტექსტში გათვალისწინებული უნდა იყოს მეთოდური მოთხოვნები. ენობრივი სიძნელის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტექსტის ლექსიკურ და გრამატიკული მახასიათებლები. ლექსიკური ფაქტორის მოქმედება დამოკიდებულია ახალი სიტყვების რაოდენობაზე თვისებრივ მაჩვენებლებზე, ტექსტში მათ ადგილზე და კითხვის მიზანზე. ტექსტი, როგორც კითხვის სწავლების ერთეული, ხშირ შემთხვევაში კონკრეტული სავარჯიშოს როლს ასრულებს, თუ მასში მოცემული დავალება, რომელმაც მეთოდური ამოცანა უნდა გადაწყვიტოს, კომუნიკაციურია. კომუნიკაციურ ამოცანას შეუძლია გავლენა იქონიოს კითხვის სტრატეგიის შერჩევასა და მუშაობის ხასიათზე.

საკვანძო სიტყვები:
კითხვის სტრატეგიები, ტექსტის შინაარსის აღქმა, ტექსტის აზრობრივი კომპონენტები
გამოქვეყნებული: Dec 17, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
გოგოხია რ. (2022). უცხო ტექსტზე მუშაობა და კითხვის სტრატეგიები ენის სწავლებისას. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 22, 110–117. https://doi.org/10.52340/ptaas.2022.22.11
გამოცემა
სექცია
სხვა ფილოლოგია
ავტორის ბიოგრაფია

რუსუდან გოგოხია, ევროპის უნივერსიტეტი

განათლების დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: rusudangogokhia@yahoo.com