სოციალური კაპიტალის ეკონომიკაზე ეთნო-კულტურული გავლენის კვლევის მეთოდოლოგია
Main Article Content
ანოტაცია
ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პრობლემა, რომელიც გახდა ეკონომისტების, სოციოლოგების, ისტორიკოსებისა და ფსიქოლოგების სამეცნიერო კვლევის საგანი, არის სოციალური კაპიტალი. ცნება “სოციალური კაპიტალი” არ არის ჰომოგენური და მისი ეტიმოლოგიური და ლინგვისტური ახსნა არ არის ერთგვაროვანი; ის მულტიდისციპლინარული კვლევის სფეროს განეკუთვნება. ეკონომიკურ ლიტერატურაში “სოციალური კაპიტალის” კონცეფციის ინტენსიური განხილვა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მეცნიერთა დიდი ინტერესი “სოციალური კაპიტალის” კონცეფციით აიხსნება იმით, რომ დღევანდელი თეორიის ფუძემდებლები მკაფიოდ განსაზღვრავდნენ თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურად ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძვლებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა: სოციალური ქსელები, ნდობა, კულტურა და ა.შ. სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი ცხადყოფს, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებობს მნიშვნელოვანი კვლევები სოციალური კაპიტალის ცალკეულ ასპექტებზე, თუმცა, ეს პრობლემა, განსაკუთრებით მისი მულტიკულტურული ასპექტები და გავლენა ბიზნესზე, ბოლომდე არ არის შესწავლილი როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის თვალსაზრისით.