გლობალიზაციის გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია გლობალიზაციის გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. პირველ რიგში მასში აღწერილია ღვინის მრეწველობის განვითარება მისი გაჩენის დღიდან, რის შემდგომაც ყურადღება ეთმობა ტერმინ გლობალიზაციის განმარტებას. სტატია ძირითადად ფოკუსირებულია “ძველი სამყაროს” და “ახალი სამყაროს” ღვინის ქვეყნების განსხვავებაზე, თავისებურებებზე და წარმოებისა და მარკეტინგული სტრატეგიების განხილვაზე. გარდა ამისა, მასში დიდი ყურადღება ეთმობა გლობალიზაციის შესახებ დისკუსიის სამ ტალღას, რაც დაეხმარება მკითხველს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი ამ საკამათო ტერმინის შესახებ. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს გლობალიზაციის გავლენის ილუსტრირებას ღვინის მრეწველობაზე, დაეხმარება მკითხველს ღვინის ინდუსტრიის განვითარების აღქმაში და ღვინის ბიზნესზე მისი გავლენის მნიშვნელობის გაცნობიერებაში.