ლიბერალიზაციის თავისებურებები და ზეგავლენა მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე
Main Article Content
ანოტაცია
საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაცია და საგარეო ეკონომიკური კავშირების ლიბერალიზაცია არის მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების განვითარების წინაპირობა. გლობალიზაციის დღევანდელმა დონემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციის საკითხების მნიშვნელობას, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ამ პროცესის ეკონომიკური შედეგები ბუნდოვანია. ლიბერალიზაციის თავისებურებები და გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე საკამათო ხასიათს ატარებს. მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის საკითხი ეკონომიკურიდან სოციალურ-პოლიტიკურ პლანზე გადადის. ეს თეზისი დღეს ნათლად ჩანს მრავალი სახელმწიფოს საქმიანობაში, მათ შორის საქართველოში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კრიზისისა და ტურბულენტობის პირობებში ეძებს ეროვნული მწარმოებლების დაცვის მექანიზმებს და ზრდის პროტექციონიზმის მასშტაბებს. ასევე ლოგიკურია ისიც, რომ დღევანდელი ტურბულენტობის პირობებში, ოპტიმალური ინტეგრაციული პროცესების დადგენა და მათი გამოყენება განვითარებადი ქვეყნების მცირე ეკონომიკებში გადაუდებელ ამოცანად რჩება.