ინვესტიციებისა და ინოვაციების გავლენა განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე - საქართველოს მაგალითზე

Main Article Content

გიორგი რიჟვაძე

ანოტაცია

ის ფაქტი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დიდ როლს თამაშობს თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაში უკვე ცხადად არის დადასტურებული, მათ შორის გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენციის შესახებ.


როგორც უკვე ითქვა განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებას აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკურ - სოციალური მდგომარეობა რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას ინოვაციური მიმართულების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაუმჯობესების პროცესში შეუძლია გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა ძირითად სერვისებზე, გაზარდოს მოსახლეობის კეთილმოწყობა და გაზარდოს ადგილობრივი სერვისების ხელმისაწვდომობა. ინვესტიციები განსაკუთრებით კი ინოვაციური ტექნოლოგიების ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, განათლებასა და საერთო ეკონომიკურ შესაძლებლობებზე [1].


ინვესტიციების განხორციელება განახლებად ენერგიის წყაროებში და ენერგო ეფექტურობაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მდგრად, თანამედროვე ენერგეტიკულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.


განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტიციების განხორციელება არა მხოლოდ აძლიერებს ენერგიაზე ხელმისაწვდომობას და ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას, არამედ ქმნის სამუშაო შესაძლებლობებს განვითარებად ქვეყნებში. ეს ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას და სიღარიბის შემცირებას, ასევე ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის ათვისებას.

საკვანძო სიტყვები:
უცხოური ინვესტიციები, ინოვაციური ტექნოლოგიები, ეკონომიკური ზრდა,, განახლებადი ენერგია
გამოქვეყნებული: Sep 30, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
რიჟვაძე გ. (2023). ინვესტიციებისა და ინოვაციების გავლენა განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე - საქართველოს მაგალითზე. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 23, 66–71. https://doi.org/10.52340/ptaas.2023.23.08
გამოცემა
სექცია
ეკონომიკა და ბიზნესი
ავტორის ბიოგრაფია

გიორგი რიჟვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის ა.რ უმაღლესი საარჩევნო კომისია

E-mail: giorgirijvadze@gmail.com