აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების მდგომარეობა პოსტკონფლიქტურ სივრცეში და მდგრადობის უზრუნველყოფის ასპექტები

Main Article Content

მალხაზ ღვინჯილია

ანოტაცია

აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ექსპლუატაციის თავისებურებების ცოდნა მნიშვნელოვანია იშვიათი ბუნებრივი ფენომენების შენარჩუნებისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის უზრუნველსაყოფად. აფხაზეთი, როგორც საკურორტო-ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული მხარე ამჟამად გასული საუკუნის 80-90-იანი წლებში წლიურად მოხმარებული რესურსების ძალიან მცირედ ნაწილს იყენებს ტურბიზნესში. მიზეზი, რთული კრიმინოგენური ვითარება, არასასურველი საინვესტიციო გარემო და ტურისტების მხრიდან ნდობის დაბალი ვოტუმია.


კარგად ჩანს დეფაქტო ხელისუფლების პირობებში ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების არარაციონალური ათვისების ტენდენციები. ოკუპაციის პირობებში უკვე ნორმად იქცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მისთვის სასურველი საკურორტო კომპლექსების მითვისების არაერთი ფაქტი. მიუსერის სანაპირო ზოლში აგებული ფეშენებელური სახელმწიფო აგარაკი გადაეცა რუსეთს, აფხაზეთის რკინიგზისა და აეროპორტის რეაბილიტაციის სანაცვლოდ. სოჭში მიმდინარე ოლიმპიადის პერიოდში აფხაზეთის მდინარეებიდან და სანაპირო ზოლიდან 1მლნ კუბ. მეტრი ინერტული მასალის გატანამ არაერთ ზღვისპირა კურორტზე აბრაზიის შედეგად შეამცირა საპლაჟე სივრცე. დიდი რაოდენობით სამერქნე ხე-ტყის გატანა კი აფხაზეთის ეკოსისტემების დეგრადაციის წინაპირობა გახდა.


დეოკუპაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია აფხაზეთის ახალი ლანდშაფტურ-არქიტექტურული დაგეგმარების გენერალური გეგმის შედგენა, აფხაზეთის ეროვნული პარკით, ფუნქციონალური ზონებითა და ენერგოდამზოგავი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით. მანამდე კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:
აფხაზეთი, ტურიზმი, რეკრეაცია, ეკოლოგია, მდგრადობა
გამოქვეყნებული: Sep 30, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ღვინჯილია მ. (2023). აფხაზეთის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების მდგომარეობა პოსტკონფლიქტურ სივრცეში და მდგრადობის უზრუნველყოფის ასპექტები. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 23, 72–79. https://doi.org/10.52340/ptaas.2023.23.09
გამოცემა
სექცია
ტურიზმი
ავტორის ბიოგრაფია

მალხაზ ღვინჯილია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ, პროფესორი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი

E-mail: m.ghvinjilia@seu.edu.ge