ტურიზმის განვითარება საქართველოს შავიზღვისპირეთში პოსტპანდენიურ პერიოდში რუსული საინფორმაციო საშუალებების კონტექსტში
Main Article Content
ანოტაცია
კვლევა ეხება ტურიზმის განვითარებას საქართველოს შავიზღვისპირეთში რუსული წყაროების მიხედვით. საქართველოს არ გააჩნია საშუალება დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა. რუსული საინფორმაციო საშუალებები კი საკმაოდ ბევრს წერენ და ანალიზს აკეთებენ ტურიზმის განვითარებაზე საქართველოს შავიზღვისპირეთში. როგორც ცნობილია, ისინი ცალკე განიხილავენ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ხოლო დანარჩენ შავიზღვისპირეთში მოიაზრებენ მთელ საქართველოს. სანამ საქართველო ვერ აკონტროლებს თავის სახელმწიფო საზღვრებს, ჩვენ ვალდებულები ვართ თვალი მივადევნოთ ტურიზმის განვითარებას რუსეთის მიერ მიტაცებულ აფხაზეთში.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია შემდეგი ცვლილებები ევროპულ ტურიზმში:
- რუსეთს შეეზღუდა დასვენების არჩევანი და ისინი ეძებენ საკომპენსაციოდ დანიშნულების ახალ ადგილებს. საქართველო არ მოიაზრებოდა ასეთ ადგილად, რადგან მათ არა აქვთ ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობები. ფრენები მათ მიერ იყო ცალმხრივად შეწყვეტილი, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - ვიზები შეზღუდული ქონდათ. სრულიად მოულოდნელად რუსეთმა გააუქმა ეს შეზღუდვები.
- რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ (ATOR) განცხადების თანახმად ბელგიის, დანიის, ლიტვის, ლატვიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ესტონეთის წარმომადგენლობებმა უკვე შეწყვიტეს რუსეთის მოქალაქეებისგან განაცხადების მიღება ტურისტულ ვიზებზე.
- იტალიამ დაკარგა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო რუსი მოგზაურობისგან, რომლებიც ტრადიციულად შედიან პირველ სამეულში. 2019 წელს, ამ ქვეყანაში 600 000 რუსი ისვენებდა. 2013-2014 წლებში საბერძნეთში წელიწადში 1 მილიონამდე რუსი ისვენებდა, მოგზაურობის საშუალო ღირებულება ერთ ადამიანზე დაახლოებით 1000 ევრო იყო. გამოდის, რომ საუკეთესო წლებში საბერძნეთი რუსი ტურისტებისგან წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდ ევროს იღებდა.
- აუცილებელია ამ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გვახსოვდეს კერძო სექტორის ვალდებულება UNWTO-ს ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსის მიხედვით:
ზემოაღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს როგორც ტურისტების ქცევის ნორმებს და ჩარჩოებს, ისე მიმღები ქვეყნების პასუხისმგებლობას. UNWTO-ს ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსი პასუხისმგებელია და წარმოადგენს მდგრადი ტურიზმის განვითარების საგზაო რუკას, რომელიც დამტკიცებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2001 წელს.
- მისი 10 პრინციპი, რომელიც მოიცავს ტურიზმის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კომპონენტებს, მიზნად ისახავს დაეხმაროს სექტორს სარგებლის მაქსიმალურ გაზრდაში, ხოლო პოტენციურად უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაში.
ამრიგად, ტურიზმის ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. პირიქით, ტურიზმის მოვალეობაა ტურისტების მომსახურება განურჩევლად მათი წარმომავლობისა და შეხედულებებისა.