ალტერნატიული ტურიზმი, მდგრადი ტურიზმის კონტექსტში

Main Article Content

ნანა ახალაია

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის მიმართ მიდგომები მუდმივი მსჯელობის საგანია. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკული აზრი გამოითქმის მასობრივი ტურიზმის, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ. მომავლის ტურისტული ბაზრის განვითარება განიხილება ტურიზმის ალტერნატიული ფორმების მეშვეობით.


ალტერნატიული ტურიზმის განვითარების პრობლემები, როგორც მდგრადი ტურიზმის კონცეფციის საკვანძო ნაწილი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნებში, ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. ალტერნატიული ტურიზმი აერთიანებს ტურისტულ პროდუქტებს ან ინდივიდუალურ ტურისტულ სერვისებს, რომლებიც განსხვავდება მასობრივი ტურიზმისგან მიწოდების, ორგანიზაციისა და ადამიანური რესურსების მეშვეობით. ალტერნატიული ტურიზმი არის მდგრადი განვითარების პრაქტიკის გამოყენება ტურიზმისთვის იმ რეგიონებში, სადაც ტურიზმი არჩეულია ეკონომიკური განვითარების ფაქტორად. დღეისათვის, ალტერნატიული ტურიზმის კონკრეტული ფორმების პოპულარობა, როგორიცაა “ეკოტურიზმი”, “მოხალისე ტურიზმი” და “ვოლუნტურიზმი” მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტურიზმის განვითარება, როგორც მსოფლიო ქვეყნებში ასევე საქართველოშიც განიხილება, როგორც მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებისა და სტრატეგიების მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები:
ალტერნატიული ტურიზმი, ვოლუნტურიზმი, ეკოტურიზმი, მდგრადი ტურიზმი
გამოქვეყნებული: სექ 30, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ტურიზმი
ავტორის ბიოგრაფია

ნანა ახალაია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

E-mail: akhalaia.n@gmail.com