კოლხურ-ქართული და სვანური მოსახლეობების ურთიერთქმედების აღმწერი არაწრფივი დინამიური სისტემის კვლევა

Main Article Content

თემურ ჩილაჩავა
გია კვაშილავა
გიორგი ფოჩხუა
ციალა ძიძიგური
ლეილა სულავა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია საერთოქართველურ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ტრანსფორმაციის ორი ეტაპი: პირველი ეტაპი იყო ძვ. 5000-2500 წწ., მეორე ეტაპი – ძვ.წ. 2500–1000 წწ. მეორე ეტაპის დროს პროტოქართველური მოსახლეობიდან ჩამოყალიბდა სამ შტოდ. ესენია: სვანური, კოლხურ-ქართული და პელასგური. ეს უკანსაკნელი გადასახლდა ევროპის კონტინენტის სხვადასხვა რეგიონში. პირველი ეტაპისთვის კომპიუტერული მოდელირება გამოიყენება


რიკატის დიფერენციალური განტოლების ცვლადი კოეფიციენტების შემთხვევაში და მიღებულია შესაბამისი რიცხვითი ამოხსნები. მეორე ეტაპი აღწერილია ორი განსხვავებული მათემატიკური მოდელით. საერთოქართველურ ენაზე მოსაუბრე ხალხის ერთი ნაწილი, პელასგები წავიდნენ ევროპაში და დაიწყო მათი ნაწილობრივი ან სრული ასიმილაციის პროცესი ევროპის კონტინენტზე. კოლხურ-ქართულ და სვანურ ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა დამკვიდრდა სამხრეთ კავკასიასა და ნაწილობრივ ანატოლიაში. ამ ორ ენაზე მოლაპარაკე ხალხებს შორის ურთიერთქმედების პროცესის აღსაწერად წარმოდგენილია ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების ორგანზომილებიანი არაწრფივი სისტემა ცვლადი კოეფიციენტებით. კერძო შემთხვევაში განხილულია ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების ორგანზომილებიანი სისტემა მუდმივი კოეფიციენტებით. სისტემის მუდმივ კოეფიციენტებს შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულების ორ შემთხვევაში ნაჩვენებია უცნობი ორკომპონენ-ტიანი ვექტორ-ფუნქციის დივერგენციის ფაზური სიბრტყის პირველ მეოთხედში ნიშანცვლადობის შესახებ ნახევარწრფეზე გადასვლისას. ბენდიქსონის პრინციპის გათვალისწინებით, დამტკიცებულია თეორემები ვექტორული ველის დივერ-გენციის ნიშანცვლადობისა და შეკრული ინტეგრალური წირების არსებობის შესახებ ცალბმულ არეში, რომელიც შეიცავს ნახევარწრფეზე მდებარე წერტილს (ტრაექტორიის საწყისი წერტილი).


ამრიგად, მათემატიკურმა ანალიზმა მუდმივი კოეფიციენტების შემთხვევაში აჩვენა, რომ კოლხურ-ქართული მოსახლეობის მიერ სვანური მოსახლეობის სრული ასიმილაცია არ ხდება და ეს ორი მოსახლეობა ერთ ტერიტორიაზე მშვიდობიანად თანაარსებობს.

საკვანძო სიტყვები:
მათემატიკური მოდელირება, დინამიური სისტემა, კოლხურ-ქართული და სვანური მოსახლეობები, ბენდიქსონის პრინციპი
გამოქვეყნებული: Dec 16, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ჩილაჩავა თ., კვაშილავა გ., ფოჩხუა გ., ძიძიგური ც., & სულავა ლ. (2024). კოლხურ-ქართული და სვანური მოსახლეობების ურთიერთქმედების აღმწერი არაწრფივი დინამიური სისტემის კვლევა. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 3–13. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.01
გამოცემა
სექცია
გამოყენებითი მათემატიკა
ავტორის ბიოგრაფიები

თემურ ჩილაჩავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი

E-mail: temo_chilachava@yahoo.com

გია კვაშილავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი

E-mail: gia.kvashilava@tsu.ge

გიორგი ფოჩხუა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი

E-mail: g.pochkhua@sou.edu.ge

ციალა ძიძიგური, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პედაგოგიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: t.dzidziguri@sou.edu.ge

ლეილა სულავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინფორმატიკის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტის სწავლული მდივანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი

E-mail: l.sulava@sou.edu.ge

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები