თანატოლოგიური მოტივები მხატვრულ ლიტერატურაში

Main Article Content

მაია ქარდავა

ანოტაცია

ყველაზე გამობრძმედილი და ნათელი გონებაც კი კრთება სიკვდილთან შეხვედრის დროს. ვერც ერთი სამეცნიერო ხარისხი და პროფესიონალური სერტიფაკატი არ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ ღიად, დელიკატურად, შიშის გარეშე ვისაუბროთ სიკვდილზე. დღეს მეცნიერებაში ვხედავთ ორ განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთგანმსაზღვრელ პროცესს, რომლებიც ანვითარებენ და ამდიდრებენ კაცობრიულ ცოდნას. მოხდა ლიტმცოდნეობით მეცნიერებათა დიფერნციაცია, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო პოზიტივიზმით. დღეს, თანამედროვე მკვლევარი იკვლევს და მუშაობს ერთ ან რამდენიმე სფეროში და ინტერესდება კვლევის რამდენიმე ობიექტით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება მეცნიერულ ცოდნათა ინტეგრაცია, ძლიერდება დისციპლინათშორისი კავშირები. ბუნებისმეტყველებითი კვლევები ეყრდნობიან ფილოსოფიურ საფუძვლებს, ეძებენ ეგზისტენციალურ ქვეტექსებს, ხოლო ჰუმანიტარული მიისწრაფვიან სიზუსტისა და კანონთა ფორმულირებისაკენ. შემეცნების ჰორიზონტი უსაზღვროა, მაგრამ შეიძლება გავჩერდეთ იმ წრეზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის. მაგალითად, ფრანგი ისტორიკოსი წერდა: „საკმარისია მხოლოდ იმ რამდენიმე ტერმინის შესწავლა, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ევროპულ ცხოვრებაზეო“ (ლ.ფევრე, 1991: 239). რა თემები და ტერმინები, კონსტანტები და კონცეპტები, სიუჟეტები და მოტივებია ესენი? ეს მდგრადი აზრები, ქვაკუთხედები ადამიანური მენტალობაა, რომლებიც ტრანსფორმირდნენ საუკუნეების განმავლობაში: „ადამიანი“, „სიცოცხლე“, „სიკვდილი“, „სამყარო“, „დრო“... ბევრი მათგანი უკვე ანთროპოლოგიის, ესთეტიკის, კულტროლოგიის, სოციოლოგიის შესწავლის საგანია. ეს ნაშრომი ეძღვნება ერთ-ერთ მათგანს თემებიდან - „სიკვდილს“ და ერთ-ერთ დისციპლინას - თანატოლოგიას.

საკვანძო სიტყვები:
თანატოლოგია, თანატოლოგიური ლიტერატურათმცოდნეობა, სემიოტიკა, ტერენტი გრანელი, ეგზისტენციალიზმი
გამოქვეყნებული: Dec 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ქარდავა მ. (2024). თანატოლოგიური მოტივები მხატვრულ ლიტერატურაში. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 45–54. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.05
გამოცემა
სექცია
ქართული ენა და ლიტერატურა
ავტორის ბიოგრაფია

მაია ქარდავა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: kardavamaiko47@gmail.com