საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გალში (გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

Main Article Content

ნინო ხარჩილავა

ანოტაცია

გალის რაიონის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის შესწავლისას საინტერესო სურათს იძლევა მოსახლეობის ტრადიციული საცხოვრებლისა და სამეურნეო ნაგებობათა გაცნობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეოგრაფიული გარემოს, ბუნებრივი კლიმატის, მეურნეობის წამყვანი დარგების გათვალისწინებით შემუშავდა და ჩამოყალიბდა საცხოვრისის თავისებური ტიპი. თავდაპირველად საცხოვრებლისა და სამეურნეო ნაგებობების ფორმები პრიმიტული იყო, მაგრამ დროთა ვითარებაში, იგი რთულდებოდა და ვითარდებოდა. საცხოვრებელი, როგორც მასში მცხოვრები ადამიანის სამოქმედო არეალი, ეპოქის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მუდმივად განიცდიდა ცვლილებებს. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ცხოვრებისეული გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად საცხოვრებელ კომპლექსს გარკვეული ტრადიციული და მყარი ფორმების გარდა ახალი ელემენტები ემატებოდა, ხოლო ზოგიერთი აკლდებოდა.


ეთნოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში საცხოვრებლის ტიპი საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული ელემენტებით გამოირჩევა. ნაგებობანი უმეტესად ხის კონსტრუქციისაა. დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა და კომბინირებული ხასიათი აქვს - ქვითკირი და ხემასალა ერთად არის გამოყენებული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენს მიერ, ინდივიდუალურად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა ყოფისა და კულტურის სფეროდან გამორჩეულად საინტერესოა. თანამედროვე აფხაზეთში ქართული მოსახლეობა რეალურად, ყველაზე მეტად რაოდენობრივად გალის რაიონში წარმოგვიდგება. ამ მხარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის შესწავლისას საინტერესო სურათს იძლევა ტრადიციული საცხოვრებლისა და სამეურნეო ნაგებობათა გაცნობა.


ნაშრომის მიზანია ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით წარმოვაჩინოთ თანამედროვე გალის რაიონში შემორჩენილი საცხორებელი და სამეურნეო ნაგებობები. საველე სამუშაოების დროს მოხერხდა მოსახლეობაში გარკვეუული ინფორმაციის შეგროვება, რომელიც ადგილობრივების მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია და ეთნოგრაფიულ და არქტიტექტურულ საისტორიო წყაროს წარმოადგენს. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების შესწავლა და მსგავსება-განსხვავებების დადგენა ქართულ-აფხაზური საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-აფხაზური მოსახლეობის კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის შედეგად გარკვეული ელემენტების სესხებისა და ურთიერთგაზიარების შემთხვევებიც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს ტერმინების სესხების მაგალითები ქართულიდან (მეგრულიდან) აფხაზურში და პირიქით, რაც კულტურულ-ისტორიული გავლენის გარეშე ვერ მოხდებოდა.

საკვანძო სიტყვები:
აფხაზეთი, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, კარ-მიდამო
გამოქვეყნებული: Dec 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ხარჩილავა ნ. (2024). საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გალში (გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 72–89. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.08
გამოცემა
სექცია
ეთნოლოგია
ავტორის ბიოგრაფია

ნინო ხარჩილავა, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი

E-mail: kharchilavanin@gmail.com