ინგლისური სიტყვების სემანტიკური მახასიათებლები სუფიქსით -ish

Main Article Content

მანანა შელია
მაია მარღანია

ანოტაცია

ნებისმიერი ენის ლექსიკური შემადგენლობა ცვალებადია კონკრეტულ ენობრივ სისტემაში. სიტყვები მჭიდრო კავშირშია საზოგადოების ყველა ასპექტთან, რაც მუდმივ განვითარებაშია. ენის ლექსიკის ცვლილება ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე ერთ-ერთ მათგანი სიტყვაწარმოებაა.


თითოეული ენის სიტყვაწარმოება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინგლისური ენის სიტყვის ფორმირების პრობლემებზე მუშაობისას აუცილებელია სიტყვამაწარმოებელი ელემენტების შესწავლა, კერძოდ კი ცალკეული სუფიქსების, მათი სემანტიკური მახასიათებლების ანალიზი.


წინამდებარე ნაშრომის მიზანია ერთ-ერთი სიტყვამაწარმოებელი ელემენტის, კერძოდ კი გერმანული წარმოშობის მრავალფუნქციური და ომონიმური -ish სუფიქსის ფორმალურ-ფუნქციური, სემანტიკური დახასიათება და პროდუქტიულობის განსაზღვრა. კვლევის პროცესში გამოყენებული იყო დესკრიპტიული, მორფოლოგიური, ეტიმოლოგიური და სემანტიკური ანალიზის მეთოდები.

საკვანძო სიტყვები:
სიტყვაწარმოება, მორფოლოგიური, ეტიმოლოგიური, სემანტიკური ანალიზი
გამოქვეყნებული: Dec 14, 2024

Article Details

როგორ უნდა ციტირება
შელია მ., & მარღანია მ. (2024). ინგლისური სიტყვების სემანტიკური მახასიათებლები სუფიქსით -ish. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 24, 90–97. https://doi.org/10.52340/ptaas.2024.24.09
გამოცემა
სექცია
სხვა ფილოლოგია
ავტორის ბიოგრაფიები

მანანა შელია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: sheliamanana9@gmail.com

მაია მარღანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: maikomargania@gmail.com

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები