ინფექციური დაავადებები და მათან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები აფხაზეთში

Main Article Content

ნინო ხარჩილავა

ანოტაცია

თანამედროვე აფხაზეთის მოსახლეობის ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენათა შორის საყურადღებოა ინფექციური დაავადებები - ბატონები და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები. ბატონები ინფექციური დაავადებების ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული. ბატონების ტიპის სნეულებათა სახელებს ტრადიციულ საზოგადოებებში მოკრძალებით ახსენებდნენ, რაც მათ ღვთაებრივ ბუნებაზე მიანიშნებდა. ეთნოგრაფიული მასალებით ბატონები ღვთისაგან გამოგზავნილი ანგელოზებია, რომელთა მოვლისა და განკურნების სრულიად განსხვავებული წეს-ჩვეულებებია შემორჩენილი. ბატონების დაბრძანებისას ავადმყოფს იზოლირებულ ოთახში აწვენდნენ და ცდილობდნენ მისი ყველა სურვილის დაკმაყოფილებას. თუ ბატონები გაბრაზდებოდნენ და ავადმყოფი შეწუხდებოდა, სრულდებოდა მობოდიშების რიტუალი.
აფხაზეთში ბატონებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მთელ საქართველოში მდიდრი რწმენა-წარმოდგენები და წეს-ჩვეულებებია დამოწმებული, რაც ამ დაავადებათა განსაკუთრებული ბუნებითაა განპირობებული. ბატონებს განასხვავებდნენ სირთულის, სიმძიმის მიხედვით. თითოეულ დაავადებას თავისებური სიმპტომი ახასიათებდა და გართულების შემთხვევაში შეიძლებოდა რამოდენიმე წლითაც დარჩენილიყვნენ ავადმყოფთან.

საკვანძო სიტყვები:
ინფექციური დაავადებები, ბატონები, აფხაზეთი
გამოქვეყნებული: დეკ 19, 2025

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ხარჩილავა ნ. (2025). ინფექციური დაავადებები და მათან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები აფხაზეთში. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 25, 79–87. https://doi.org/10.52340/ptaas.2025.25.07
გამოცემა
სექცია
ეთნოლოგია
ავტორის ბიოგრაფია

ნინო ხარჩილავა

ისტორიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
E-mail: kharchilavanin@gmail.com