საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუს მონაკვეთის სასაზღვრო ზოლში ომის შემდგომი ცვლილებების შედარებითი გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოს სახელმწიფო მიჯნის ჩრდილოეთ-დასავლეთ მონაკვეთის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მდინარე ფსოუზე გამავალი საზღვარი, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო სივრცეში სიგრძით მეორე ადგილს იკავებს (მდ. ალაზნის შემდეგ) სასაზღვრო მდინარეებს შორის. საზღვარი ამ მდინარეზე ხანგრძლივი ტრანსფორმაციული პროცესების შედეგად, მეზობელ სახელმწიფოსთან ისტორიული ურთიერთობის საფუძველზე ჩამოყალიბდა და საკმაოდ კონტაქტურ მონაკვეთს წარმოადგენდა, რომელიც ინტენსიური ეკონომიკური კავშირითაც გამოირჩეოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შედეგად საზღვრის ამ მონაკვეთზე ბოლო 30 წელია საქართველოს მხრიდან კონტროლი ვერ ხორციელდება, რამაც სასაზღვრო ზონაში (საქართველოს მხარის) სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შექმნა და დასახლებული ადგილების დაცლა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მოცემული სივრცის გეოგრაფიული შესწავლა და ანალიზი მეტად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
ნაშრომში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გამოცემული ტოპოგრაფიული რუკების ელექტრონულ ვერსიებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩატარებულია სასაზღვრო ზონის მოცემული მონაკვეთის გეოგრაფიულ-კარტომეტრიული ანალიზი, მიღებული მონაცემები შედარებულია თანამედროვე სატელიტურ სურათებთან და ორთოფოტოებთან. კვლევის შედეგები ასახულია ცხრილებსა და გრაფიკებში.