მდგრადი განვითარება და ეკოტურიზმი, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ძირითადი მექანიზმი

Main Article Content

ლანა მზარეულა
კობა კორსანტია

ანოტაცია

ნაშრომში “მდგრადი განვითარება და ეკოტურიზმი, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ძირითადი მექანიზმი”. განხილულია ისეთი ძირითად საკითხები როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გლობალური სტრატეგიაა, იგი ეხება მთელ მსოფლიოს, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს, ამიტომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის შესრულებას ეროვნულ დონეზე 2030 წლამდე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის შიდა რეფორმების განუყოფელი ნაწილია. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას ყველა მიზნის ერთობლიობის მიმართ.


ნაშრომის ავტორები განიხილავენ მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს, ბიომრავალფეროვნების დაცვას, მის როლს სხვადასხვა საციცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე, ასევე მათ მიერ გაშუქებულია ბიომრავალფეროვნების მსოფლიოს ცხელი წერტილები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ოცდა თექვსმეტია და მათ შორისაა საქართველოც, სადაც სახეობრივი მრავალფეროვნებაა და დიდია არსებული სახეობების წინაშე მდგარი საფრთხეები, ყოველწლიურად მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების კარგვა, ასევე აღნიშნავენ, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმს დაცული ტერიტორიები განაპირობებენ, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს და ქმნიან თავშესაფარს სახეობებისთვის. ამიტომ აუცილებელია მკვეთრად გაიზარდოს დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიები. დაცული ტერიტორიები კი ეკოტურიზმის განვითარებას განაპირობებს, რომელიც მდგრადი განვითარების რეალიზატორია და გულისხმობს ტურისტული რესურსების განახლებას ასევე სოციალურ-ეკონომიურ კეთილდღეობას.

საკვანძო სიტყვები:
ბიომრავალფეროვნება, ეკოტურიზმი, მდგრადი განვითარება, საფრთხეები
გამოქვეყნებული: Sep 30, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
მზარეულა ლ., & კორსანტია კ. (2023). მდგრადი განვითარება და ეკოტურიზმი, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ძირითადი მექანიზმი. ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 23, 109–115. https://doi.org/10.52340/ptaas.2023.23.13
გამოცემა
სექცია
ტურიზმი
ავტორის ბიოგრაფიები

ლანა მზარეულა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოგრაფიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი

E-mail: l.mzarelua@sou.edu.ge

კობა კორსანტია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოგრაფიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

E-mail: k.korsantia@sou.edu.ge

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები