ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა 2011 წლის 17 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით.
2011 წლიდან აკადემიამ დაიწყო სამეცნიერო შრომების კრებულების გამოცემა, სადაც წარმოდგენილია სამეცნიერო კვლევები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის აფხაზეთის პრობლემატიკაზე. სამეცნიერო ჟურნალებში ძირითადად გამოქვეყნებულია აფხაზეთის მკვიდრ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერების კვლევები, ასევე ჟურნალებში წარმოდგენილია საქართველოს სხვა კუთხეებისა და უცხოელი მეცნიერების ნაშრომები.
2023 წლის 18 ივნისს ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში“.
კონფერენციაზე პლენარული მოხსენება „საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავამ.
კონფერენციაზე მუშაობდა ორი სექცია: ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე ტურიზმის.
სამეცნიერო კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებებიდან შეირჩა საუკეთესოები, რომლებიც წარმოდგენილია ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის 23-ე ტომში.

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავა

მიმდინარე გამოცემა ტომ. 23 (2023)
გამოქვეყნებული 2023-09-30
სრული გამოცემა
.
.